NBA-ში „სან ანტონიო“ „ფინიქსს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში ერთი ქულით დაამარცხა – 115:114.
სამწუხაროდ, სანდრო მამუკელაშვილს ისევ არ უთამაშია.
„სან ანტონიოს“ 2 მოგება და 2 წაგება აქვს და 3 ნოემბერს ისევ „ფინიქსს“ შეხვდება.
„ორლანდო მეჯიქმა“ კი სტუმრად „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ წააგო – 102:118.
სტუმართა მხრიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 4 წუთი გაატარა, რა დროშიც 1 ქულა (1/2 საჯარიმო), 1 მოხსნა (მეტოქის ფარზე) და 3 შედეგიანი პასი დააგროვა.
„ორლანდოს“ 2 მოგება-წაგება აქვს და 3 ნოემბერს, „იუტა ჯაზთან“ ითამაშებს.
GIPHY App Key not set. Please check settings