in

შენგელიას 12 ქულა და ვირტუსის გამარჯვება ნეაპოლში

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურის შეხვედრა დღეს გამართა. ამის მიზეზი ევროლიგაზე გასულ კვირაში ჩატარებული 2 მატჩი გახლდათ. ბოლონიელებმა მორიგი შეხვედრა სტუმრად, ნაპოლისთან გამართეს და საკმაოდ იოლად – 88:75 გაიმარჯვეს.

ქართველი ფორვარდი სტუმართა სასტარტო 5-ეულში იყო და საკმაოდ კარგი ითამაშა. თორნიკემ პარკეტზე მხოლოდ 15 წუთი გაატარა, ამ დროში, კი საკუთარ გუნდს 12 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოუტანა.

შენგელიამ თამაშიდან სულ 5-ჯერ ისროლა, 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან ორივე სამქულიანი ჩააგდო. ამას გარდა, თორნიკემ 6 საჯარიმო ისროლა და 2 კალათში ზუსტად მოათავსა. საკუთარ გუნდში შედეგიანობით მხოლოდ ჯორდან მიკისა (17 ქულა) და მარკო ბელინელის (14 ქულა) ჩამორჩა.

5 ტურის შემდეგ 5 მოგებით ვირტუს ბოლონია სერია A-ს ცხრილს ვენეციასთან ერთად ლიდერობს. მომდევნო თამაშს შენგელიას გუნდი ევროლიგაში, ანადოლუ ეფესის წინააღმდეგ, 3 ნოემბერს ჩაატარებს

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბორჯღალოსნებს მსოფლიოში საუკეთესო მსაჯი გვყავს

მსოფლიოს ჩემპიონატი საუდის არაბეთში გაიმართება: ისევ ზამთარი