in

2 ბრინჯაო თავისუფალში

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც ტირანაში მსოფლიო ჩემპიონატზე სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მედალოსნები  გიორგი ელბაქიძე (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) გახდნენ.

გიორგი ელბაქიძე შეჯიბრებას მერვედფინალიდან შეუდგა, 8-5 მოუგო ინდოელ ფალავანს, 10-0 გაიმარჯვა ფრანგ მოწინააღმდეგესთან, მაგრამ ნახევარფინალში 2-9 დამარცხდა იაპონელ სპორტსმენთან და რეპეშაჟში გააგრძელა ბრძოლა.

ქართველი ფალავანი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თურქ ბურაკ შინინს დაუპირისპირდა, რომელსაც ამარცხებდა კიდეც, მაგრამ მოწინააღმდეგემ ტრავმის გამო ორთაბრძოლა შეწყვიტა და გამარჯვება ელბაქიძეს დარჩა.

ასევე მერვედფინალიდან იასპარეზა ვლადიმერ გამყრელიძემაც, მაგრამ პირველივე შეხვედრაში 5-8 დამარცხდა ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე მაგომედ მაგომაევთან, თუმცა ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი რეპეშაჟში მიეცა.

გამყრელიძემ, ჯერ პოლონელი (15-5), შემდეგ კი თურქი (10-0) ფალავნები დაამარცხა და ბრინჯაოს ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა, სადაც ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე დმიტრი ძენისენიას აშკარა უპირატესობით მოუგო და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აზაროვის ასისტი, გოჩოლეიშვილს არ უთამაშია

ბითაძის 5 წუთი და მოგება