in

შერმადინი შეუჩერებელია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის

გიორგი შერმადინის მშვენიერი თამაშის მიუხედავად, “ლენოვო ტენერიფე” ფიბას ჩემპიონთა ლიგის მატჩში დამარცხდა.

ესპანური კლუბი თურქულ “დარუშაფაკას” ესტუმრა და შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში – 84:88 დათმო.

ეს გახლდათ ტენერიფელთა მე-2 მატჩი ჯგუფურ ეტაპზე. პირველი შეხვედრა შერმადინის გუნდმა 17 ოქტომბერს, შინ ჩაატარა და ფრანგული “შოლე” 95:75 გაანადგურა. შეგახსენებთ, ეს ის “შოლეა”, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოდან ძირითად ეტაპზე რომ ვერ მოხვედრილიყო, ფიბა-ევროპის თასზე ინაცვლებდა და თსუ-ს ჯგუფში ჰქონდა ადგილი, თუმცა გუნდმა მოახერხა საკვალიფიკაციოს დაძლევა და ახლა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ასპარეზობს.

სტამბოლში თამაში დაძაბული გამოდგა. “ტენერიფე” მატჩის მსვლელობისას 18 ქულას იგებდა, თუმცა “დარუშაფაკას” წევრებმა ბოლომდე იბრძოლეს და საბოლოოდ 4 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს.

შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 26:41 წუთი გაატარა.

ქართველმა ცენტრმა 8-დან 7 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში შერმადინს 15 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება დაუგროვდა. ქართველი ლეგიონერი 4-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. საქართველოს ნაკრების წევრის საერთო მონაგარი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

თითო მოგება-წაგებით “ტენერიფე” ჯგუფში მე-2 ადგილზეა. მომდევნო მატჩს შერმადინის გუნდი 8 ნოემბერს შინ ლატვიურ “ვეფ რიგასთან” გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა კვლავ საუკეთესოა

აზაროვის ასისტი, გოჩოლეიშვილს არ უთამაშია