in ,

ხვიჩა კვლავ საუკეთესოა

გუშინ ჩემპიონთა ლიგისჯგუფური ეტაპის მატჩები 4 ქვეჯგუფში გაიმართა.

თამაშებმა სენსაციების გარეშე ჩაიარეს, თუმცა ცოტა დააკლდა მანჩესტერ იუნაიტედს, რომელსაც ჩვევია რბილად რომ ვთქვათ უცნაურობები და მოგებული თამაში გუშინ კინაღამ ფრედ იქცა, რომ არა მანკუნიანელთა მეკარე ანდრე ონანა, რომელმაც 97 ე წუთზე დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა აიღო.

ასე რომ A ჯგუფში: მანჩესტერ იუნაიტედი-კოპენჰაგენი 1:0 დასრულდა, ხოლო გალათასარაი-ბაიერნი 1:3. მიუხედავათ წაგებისა, გალა მაინც მე 2 ე ზეა ჯგუფში 4 ქულით, პირველზე ბაიერნი 9 ქულით, მესამეზე მან.იუნაიტედი 3 ქულით და კოპენჰაგენს 1 ქულა აქვს.

B ჯგუფი: ლენსი-პსვ ეინდჰოვენი 1:1, სევილია-არსენალი 1:2. ამ გამარჯვებით ლონდონელები ჯგუფს სათავეში ცაუდგნენ 6 ქულით, მეორეზე ლენსია 5 ქულით, ხოლო სევილიასა და ეინდჰოვენს 2-2 ქულა აქვთ დღეისთვის.

Cჯგუფი: ბრაგა-მადრიდის რეალი 1:2 და უნიონ ბერლინი-ნაპოლი 0:1. ხვიჩა კვარაცხელიას მშვენიერი გარღვევის შემდეგ გაკეთებული გადაცემით ჯაკომო რასპადორიმ ისარგებლა და “პარტენოპეის” მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა. ხვიჩამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. სი ჯგუფს 9 ქულით მადრიდის რეალი ლიდერობს, 6 ქულა აქვს ნაპოლის, ბრაგას 3, ხოლო უნიონ ბერლინი ჯერჯერობით ქულების გარეშეა.

D ჯგუფი: ინტერი-ზალცბურგი 2:1, ბენფიკა-რეალ სოსიედადი 0:1. დღეისთვის იტალიურ და ესპანურ კლუბებს 7-7 ქულა აქვთ, ზალცბურგს 3, ხოლო ბენფიკას 0.

დღეს კიდევ 4 ჯგუფის თამაშები გველის ცემპიონტა ლიგის ფარგლებში.

E ჯგუფი: ფეინოორდი-ლაციო, სელტიკი-ატლეტიკო, Fჯგუფი: ნუკასლი-ბორუსია, პსჟ-მილანი,

G ჯგუფი: ლაიპციგი-ცრვენა ზვეზდა, იანგ ბოისი-სიტი და

H ჯგუფი: ბარსელონა შახტარი, ანტვერპენი-პორტო.

ფეინოორდი-ლაციოსა და ბარსელონა შახტარის დაპირისპირებები თბილისის დროით 20:45 ზე დაიწყება, ხოლო დანარჩენი მატჩები 23:00 ზე აიღებენ სტარტს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტოტენჰემი კვლავ პირველია

შერმადინი შეუჩერებელია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის