იტალიის ჩემპიონატში „ვირტუსმა“ „დინამო სასარი“ დაამარცხა 80:66 და ამაში თორნიკე შენგელიას წვლილი უდიდესია. მას იტალიურმა პრესამ სულ სუპერი ეძახა.
ჩვენიანს ძალიან ცოტა დააკლდა სამმაგ დუბლამდე. თოკომ 30 წუთში 10 ქულა ((5-დან 3 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 12 მოხსნა და 9 პასი მოაგროვა.
ეს იყო ბოლონიური კლუბის მეოთხე მატჩი და მეოთხე გამარჯვება მიმდინარე სეზონში. „ვირტუსი“ ლიდერია და 30 ოქტომბერს სტუმრად „ნაპოლის“ შეხვდება. თუმცა 27 ოქტომბერს ევროლიგაზე ფრანგული „ლიონის“ წინააღმდეგ ელის.
GIPHY App Key not set. Please check settings