in

ფოტო: ხუმრობთ? 8 000 გუნდთან, რომელსაც ლიგა არ მოუგია – ფანები ბილეთის ფასით აღშფოთდნენ

იაპონური „ურავას“ ფანები უკმაყოფილო დარჩნენ პსჟ-სთან მატჩის ბილეთის ფასის გამო.

პარიზული გრანდი იაპონურ ტურნეშია და ერთ-ერთი შეხვედრა „ურავა რედ დაიმონდთან“ მოუწია. ადგილობრივმა ქომაგებმა დიდი ბანერი გამოფინეს და ამით გააპროტესტ-გააქილიკეს ბილეთის ღირებულება.

„3000 იენი (დაახლოებით 60 ლარი) ჩემპიონთა ლიგის 6-გზის გამარჯვებულ „ბაიერნთან“ მატჩზე და 8000 იენი (დაახლოებით 160 ლარი) პსჟ-სთან მატჩზე, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგია. ხუმრობთ?“ – ეწერა ბანერზე.

ვნახოთ რაში მოუწიათ იაპონელებს ფულის გაღება? თამაში სტუმრებმა 3:0 მოიგეს. ერთი გოლი მბაპემ გაიტანა, ანუ მბაპეს გოლი ნახეს. ნეიმარი და მესი კი შეცვლაზე შევიდნენ. ბრაზილიელმა სწორედ მპაბე შეცვალა 58-ე წუთზე, ხოლო იქვე ლეომ იკარდი. ანუ გამოვიდა, რომ ტრიო ვერ ნახეს, ხოლო მესი-ნეიმარი საათნახევრის ნაცვლად ნახევარ საათზე მეტხანს.

ისე, ყველა ბილეთი კი გაიყიდა და…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მაინც მაგრად მოსწონთ: ბარსამ რეალი დაამარცხა და სხვა

ნაპოლი ყველა დროის ბომბარდირმა დატოვა: ხვიჩას კონკურენტი მოაკლდა