შეკრებაზე მყოფმა გრანდებმა მორიგი მატჩები ჩაატარეს, უფრო სწორად ამერიკაში თავმოყრილები ერთმანეთს შეხვდნენ და ეს კი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. შედგა სეზონის პირველი, არაოფიციალური ელ კლასიკოც. ლას ვეგასში „ბარსელონამ“ რაფინიას ერთადერთი გოლით (27-ე წთ) დაამარცხა ესპანეთისა და ევროპის ჩემპიონი გუნდი.
რაფინიამ „რეალს“ გაუტანა და 2+2 აქვს „ბარსას“ რიგებში საკონტროლო მატჩებში.
„რეალს“ „ბარსას“ კარში არ დაურტყამს და არც კუთხური მოუწოდებია.
ანჩელოტი: „თანაბარი თამაში იყო. მომეწონა მატჩი, ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით. „რეალი“ კარგად იცავდა თავს, მაგრამ ოდნავ ხარისხი არ გვეყო“.
ჩავი: „მოგება ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ კატალონიელებს ძალიან მოსწონთ მადრიდის დამარცხება“.
„რეალი“: კურტუა, ალაბა (ნაჩო, 46), მილიტაო (ვალეხო, 62), რუდიგერი (მენდი, 46), ვალვერდე (მოდრიჩი, 46), ჩუამენი (კროოსი, 46), კამავინგა (კაზემირო, 46), ვასკესი (ოდრიოსოლა, 71), აზარი (ასენსიო, 46), ვინისიუსი (მარიანო დიასი, 70), როდრიგო (სებალიოსი, 70).
ბარსელონა: ტერ შტეგენი (პენია, 62), არაუხო (დესტი, 62), კრისტენსენი დე იონგი, 46), ერიკ გარსია (პიკე, 62), ალბა (ბალდე, 46), ბუსკეტსი (ნიკო, 62), პედრი (სერჟი რობერტო, 62), გავი (კესიე, 46), ლევანდოვსკი (ობამეიანგი, 46), რაფინია (დეპაი, 62), ფატი (დემბელე, 46).
„სიტიში“ პირველი გოლი გაიტანა ერლინგ ჰოლანდმა. მისმა ამ გოლმა კი მანჩესტერელებს გამარჯვება მოუტანა „ბაიერნთან“ (1:0). 22 წლის ნორვეგიელი „სიტის“ კიდევ ერთმა ახალწვეულმა ხულიან ალვარესმა შეცვალა.
ერლინგ ჰოლანდი: „გვარდიოლა ცოტა გიჟია და მე ეს მომწონს. ვფიქრობ, ძალიან მაგარი სეზონი გამოვა“.
ორლანდოში შედგა ლონდონური დერბი, რომელშიც „არსენალმა“ 4:0 ჩაცხრილა „ჩელსი:
1:0 – ჟეზუსი (15), 2:0 – ედეგორი (36), 3:0 – საკა (65), 4:0 – ლოკონგა (90+3).
GIPHY App Key not set. Please check settings