სერია ა-ს მე-9 ტურში „ტორინო“ საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ ლიდერ „ინტერს“ დაუპირისპირდა და მეორე ტაიმში წააგო – 0:3.
იყო მოლოდინი, რომ მასპინძელთა მცველი საბა საზონოვი ძირითადში იქნებოდა, მაგრამ 51-ე წუთზე ტრავმირებული პერ სხიურსის ნაცვლად შევიდა. სამწუხაროდ, „ინტერმა“ გოლები სწორედ ამის შემდეგ გაიტანა.
ქართველი კი ურიგოდ არ გამოიყურებოდა, რამდენიმე ეპიზოდში კარგად ითამაშა, 90-ე წუთზე გატანა შეეძლო, მაგრამ ახლო მანძილიდან ზუსტად ვერ დაარტყა.. მან flashscore-სგან 6.3 მიიღო.
„ტორინო“ 9 ქულით მე-14 ადგილზეა და 28 ოქტომბერს სტუმრად „ლეჩეს“ შეხვდება.
ტორინო – ინტერი 0:3
გოლები: 0:1 ტიურამი (60), 0:2 მარტინესი (67), 0:3 ჩალჰანოღლუ (90+5, პენ)
ბარემ ვთქვათ, რომ სერია B-ს თამაში გამოტოვა ლუკა ლოჩოშვილმა, რომელმაც წინა ტურში წითელი ბარათი მიიღო. ქართველის „კრემონეზე“ შინ „სუდტიროლთან“ 0:1 დამარცხდა.
სერია ა-ში გიორგი კვერნაძის „ფროსინონე“ დღეს სტუმრად ეთამაშება „ბოლონიას“, ხოლო ივა გელაშვილის „სპეცია“ 23 ოქტომბერს თამაშობს ასევე სტუმრად „პალერმოსთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings