in

ბობო ჩარლტონი გარდაიცვალა: მსოფლიო ჩემპიონატის გმირი და ავიაკატასტროფაში გადარჩენილი

86 წლის ასაკში გარდაიცვალა „მანჩესტერ იუნაიტედის“, ინგლისის ნაკრებისა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა სერ ბობი ჩარლტონი.

ბობი ჩარლტონი 1966 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ტურნირის „ოქროს ბურთიც“ მისცეს.
მას 47 წელიწადი (1968-2015) ეკუთვნოდა ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლების რეკორდი – 106 მატჩი და 49 გოლი. მოგვიანებით, მას უეინ რუნიმ და ჰარი კეინმა გაუსწრეს.

ბობო ჩარლტონი 1966 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელია.

რობერტ ჩარლტონი დაიბადა საფეხბურთო ოჯახში: მისი ოთხი ბიძა ფეხბურთელები იყვნენ და ასევე უფროსი ძმა ჯეკი, როელიც „ლიდსის“ ლეგენდა იყო და რომელთან ერთადაც მოიგო კიდეც მსოფლიო ჩემპიონატი.

„მანჩესტერში“ ბობი 15 წლის ასაკში მივიდა და „იუნაიტედის“ რიგებში 758 მატჩი ჩაატარა და 249 გოლი გაიტანა.

ლეგენდარული ნახევარმცველი 1958 წელს მიუნხენის ავიაკატასტროფაში გადარჩა. კატასტროფის მომენტში ჩარლტონი წნევამ თვითმფრინავის კაბინიდან მოისროლა.
ამის შემდეგ „მანჩესტერი“ სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი. გარდა ამისა, ჩარლტონმა მოიგო ჩემპიონთა თასი (1967/68). იქამდე არც ერთ ინგლისურ გუნდს ამ ტურნირზე გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული.
ასევე მოგებული აქვს ინგლისის თასი და ინგლისის სუპერთასი (ოთხჯერ).

ბობი ჩარლტონი 1973 წლიდან 2017 წლამდე „მანჩესტერის“ საუკეთესო ბომბარდირი იყო. მისი რეკორდი უეინ რუნიმ მოხსნა.

1994 წელს ბობი ჩარლტონი ინგლისის დედოფალმა რაინდად აკურთხა.

2020-ის ნოემბერში ჩარლტონს დემენცია დაუდგინეს და ის საჯარო ცხოვრებას ჩამოშორდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩამ ნიცას მიუძღვნა: კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა და ნაპოლის მოაგებინა

საზონოვი შეცვლაზე შევიდა და ტორინომ ამის მერე გაუშვა გოლები: საბას გატანაც შეეძლო