in

ეს რომ მომხდარიყო: ბარსელონამ რონალდოს ყიდვაზე უარი განაცხადა

„ბარსელონამ“ უარი თქვა „მანჩესტერის“ თავდამსხმელის კრიშტიანო რონალდოს შესაძლო ყიდვაზე, ამას The Mirror იტყობინება.

წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი არ არის დაინტერესებული 37 წლის ფეხბურთელის შეძენით მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანოს აგენტი ჟორჟე მენდეში „ბლაუგრანას“ ტრანსფერის გაფორმებას თავაზობდა.

მოგეხსენებათ, რონალდო წლების განმავლობაში მადრიდის „რეალში“ გამოდიოდა, მისი ლიდერი და „ბარსას“ მთავარი მოწინააღმდეგე იყო. ეს ტრანსფერო რომ განხორციელებულიყო, ალბათ „სამეფო კლუბსა“ და მის ქომაგებში დიდ რეზონანს გამოიწვევდა.

რონალდო „მანჩესტერში“ 2021 წლის აგვისტოში დაბრუნდა და გასულ სეზონში 24 გოლი გაიტანა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 მატჩში.

ცოტა ხნის წინ, მიუნხენის „ბაიერნმაც“ უარი თქვა პორტუგალიელის ყიდვაზე. ახლა კი ყველაზე მეტად მადრიდის „ატლეტიკოში“ გადასვლის ვარიანტზე წერენ, მით უმეტეს, რომ არც მადრიდული კლუბია წინააღმდეგი.

Transfermarkt.com რონალდოს 30 მლნ ევროდ აფასებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: რომას ფანმა გოგონას ხელი მოურინიოს თანდასწრებით თხოვა

ვიდეო: მამარდაშვილმა თამაში ჩააგდო – შეცდომები და 5 გაშვებული გოლი