ევროპის პარალელურდ შესარჩევი ტურნირი სამხრეთ ამერიკაშიც ტარდება, ოღონდ იქ მუნდიალის საგზურებისთვის იბრძვიან.
წუხელ არგენტინამ 2:0 მოუგო პერუს და ორივე ბურთი ლეო მესიმ გაიტანა. „ინტერ მაიამის“ ფორვარდმა 3-მატჩიანი გოლგაუტანელი სერია შეწყვიტა.
ამასთან, მესი გახდა სამხრეთამერიკის ესარჩევ ტურნირებზე საუკეთესო ბომბარდირი.
მან ლუის სუარესს გაუსწრო, რომელსაც ურუგვაის მაისურით 29 გოლი აქვს გატანილი საკვალიფიკაციო ტურნირზე.
სამაგიეროდ ცუდად მისდის საქმე მეორე გრანდ, ბრაზილიას. მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონებმა შეწყვიტეს 37-მატჩიანი წაუგებელი სერია. „სელესაომ“ ურუგვაისთან წააგო 0:2 (მანამდე ფრე ვენესუელასთან). აქამდე იყო 28 გამარჯვება და 9 ფრე შესარჩევ მატჩებში – ეს კი ისტორიაში საუკეთესო სერიაა სამხრეთ ამერიკაში.
GIPHY App Key not set. Please check settings