“იუვენტუსს“ პარედესი სურს, პსჟ 30 მლნ ევროს ითხოვს. ამ ტრანსფერისთვის ტურინელები არტურსაც შეელევიან.
ტენ ჰაგს ფორვარდის ყიდვა სურს: „ეს აუცილებელია თუ წარმატება გვინდა“.
ჩავი შეეცდება დე იონგი და დეპაი წასვლაზე დაითანხმოს. კლუბს 100 მლნ ევროს მიღების იმედი აქვს.
„აიაქსმა“ 16.35+3 მლნ ევროდ იყიდა ბრობი „ლაიპციგიდან“. გასულ ზაფხულს ფორვარდმა ამსტერდამი უფასოდ დატოვა.
„ბარსელონას“ „ვილიარეალის“ პაუ ტორესი მოუნდა. ის პრიორიტეტია დაცვაში, რადგან კუნდე „ჩელსიში“ მიდის.
„აიაქსმა“ 19 წლის „პორტოს“ ვინგერი ფრანსიშკო კონსეისაო იყიდა 5 მლნ ევროდ. ეს ბიჭი სერჟიო კონსეისაოს ვაჟია.
ლუის სუარესი ურუგვაის „ნასიონალში“ გადავიდა. კონტრაქტი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდეა.
კუკურელიას დაჟინებით სურს „სიტიში“ გადასვლა. მცველი არ არის კმაყოფილი „ბრაიტონის“ მოთხოვნებით.
„მანჩესტერი“ აღარ გაყიდის მარსიალს. ტენ ჰაგმა მისი დატოვება გადაწყვიტა, თუმცა არც წინადადებებია.
„ლაიპციგი“ ახლოსაა გერმანიის ნაკრების მცველის რაუმის შეძენასთან. ის „მანჩესტერსა“ და „ბაიერნს“ სურდათ.
ტალიაფიკო საფრანგეთში ჩაფრინდა „ლიონთან“ კონტრაქტის გასაფორმებლად.
დორტმუნდის „ბორუსიამ“ შესაძლოა ბელოტი აიყვანოს ალერის შემცვლელად.
დეპაიმ უარი უთხრა „ტოტენჰემს“. „ბარსადან“ მარტო ისეთ კლუბში წავა, რომელსაც ტროფეებზე პრეტენზია ექნება.
მოურინიომ და კამპუშმა იკარდის „რომაში“ გადასვლა განიხილეს. ფეხბურთელს კი პარიზში დარჩენა სურს.
„მონცამ“ იჯარით აიყვანა „იუვენტუსელი“ რანოკია.
„ბარსა“ 48+12 მლნ ევროს გადაიხდის რაფინიაში. ბონუსები მარტო იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.
პავარი აინტერესებს „მანჩესტერს“, „ჩელსის“, „ატლეტიკოს“ და „იუვენტუსს“. „ბაიერნი“ ფრანგ მცველს იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ თავად ფეხბურთელი მოინდომებს.
ჯესი ლინგარდი“ნოტინგემში“ გადავიდა. ეს პრემიერლიგის ახალწვეული გუნდის მე-11 ტრანსფერია.
GIPHY App Key not set. Please check settings