in

რონალდოს 700 გოლი უპენალტოდ: გამოცდა 1000 გოლზე და 125 გოლი ნაკრებში

კრიშტიანო რონალდომ ევრო 2024-ის შესარჩევში სლოვაკეთს გაუტანა, თან ორი.
პირველ ტაიმში 38 წლის ფეხბურთელმა პენალტი გამოიყენა.
მეორე ნახევარში კი თამაშიდან შეაგდო.

სლოვაკებთან გატანილი მეორე გოლი კრიშტიანოსთვის საიუბილეო გახდა.
ის მეკარის საჯარიმოში ცარიელ კართან იდგა და ბრუნო ფერნანდეშის გასწვრივი პასი გარდასახა გოლად. ეს კი რონალდოსთვის მე-700 გოლია თუ პენალტებს არ ჩავთვლით (პენალტებიანად 857).

ეს ორი ბურთი კი მისთვის ნაკრებში გატანილი 124-ე და 125-ე გოლებია.

ის სათავეში უდგას ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლებით საუკეთესო ბომბარდირების სიას – 17 გოლით უსწრებს ალი დაეის (ირანი) და 21-ით ლეო მესის.

კრიშტიანო კი 1000 გოლზე ფიქრობს.

„გუშინ პინტუ და კოშტას ველაპარაკებოდი („პორტოს“ პრეზიდენტი) და მან გამოცდა შემომთავაზა – გავიტანო 1000 გოლი. მაგრამ სანამ 1000-ს მივაღწევ, მინდა 900 გოლი გავიტანო. 900 გოლში დარწმუნებული ვარ, აი 1000-სთვის კი ბევრის გადატანა მომიწევს“, – განაცხადა გოლებზე დახამებულმა.

Soccer Football – UEFA Euro 2024 Qualifiers – Group J – Portugal v Liechtenstein – Estadio Jose Alvalade, Lisbon, Portugal – March 23, 2023 Portugal’s Cristiano Ronaldo scores their third goal from the penalty spot REUTERS/Pedro Nunes

და ბარემ ესეც: რობერტო მარტინესის ხელში პორტუგალიამ ყველა, 7-ვე მატჩი მოიგო საერთო ანგარიშით 27:2. რონალდომ ამ დროში 7 გაიტანა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მბაპემ პლატინის გაასწრო: წინ მხოლოდ სამი კაცია, ორი ჯერაც თანაგუნდელია

ვნება, კოლორიტი, ატმოსფერო და მტრობა: რივერი და ბოკა მთავარი დაპირისპირებაა – მსოფლიოს 32 დერბი