NBA-ში გუნდები ახალი სეზონისთვის ემზადებიან. დაიწყო საგამოფენო მატჩები. ითამაშა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“, რომელმაც სტუმრად „ოკლაჰომასთან“ დაძაბულ შეხვედრაში ერთი ქულით წააგო – 121:122.
მამუკელაშვილმა მხოლოდ 8 წუთი ითამაშა.
მან 2 ქულა და თითო მოხსნა და პასი მიითვალა.
საგამოფენო თამაშებში მწვრთნელები ახალგაზრდა მოთამაშეებსა და ახალწვეულებს ცდიან. შესაბამისად ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევათ წამყვან კალათბურთელებს.
„სან ანტონიო“ მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს „მაიამისთან“ შინ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings