in

საქართველო შეიკრიბა: უნდა დავივიწყოთ განვლილი მატჩები, თუმცა უნდა ვისწავლოთ კიდეც

ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, ამხანაგურ მატჩში ტაილანდს დაუპირისპირდება, 15 ოქტომბერს კი, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს.

შეკრების პირველ დღეს, ჩვენმა გუნდმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი ლორია, გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, სოლომონ კვერკველია, ალექსანდრე კალანდაძე, ირაკლი აზაროვი, ნიკა კვეკვესკირი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, დავით ვოლკოვი, ბუდუ ზივზივაზე.

გუნდი ერთად უტევს და ერთად იცავს: შემადგენლობის შერჩევისას უამრავ რამეს ვითვალისწინებთ

მოახლოებული მატჩებისთვის მზადების შესახებ საქართველოს ნაკრების და “ლევანტეს” ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ისაუბრა.

გიორგი ქოჩორაშვილი:
“ძალიან გახარებული ვარ, რადგან ისევ მიწევს საქართველოს ნაკრების მაისურის ჩაცმა, რაც ძალიან საპასუხისმგებლოა ჩემთვის. ვფიქრობ, გუნდში იგივე მენტალიტეტია. ვცდილობთ, რომ დავივიწყოთ განვლილი მატჩები, თუმცა, ამავდროულად უნდა ვისწავლოთ განვლილი თამაშებისგან. დღეს, პირველი ვარჯიში გვქონდა და დავიწყეთ მზადება ტაილანდთან და კვიპროსთან სათამაშოდ.

ფეხბურთელისთვის ყოველთვის განსაკუთრებული მოტივაციაა, როდესაც შენი თანამემამულეები გამხნევებენ. ვფიქრობ, უნდა მოვახერხოთ როგორც ტაილანდთან, ისე კვიპროსთან ჩვენი თამაშის ჩვენება და შევასრულოთ მწვრთნელის დავალებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მათ უკეთ იციან ჩვენი შესაძლებლობები. მივყვებით ყოველდღიურობას და ვეცდებით გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები”.

ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში 24 ფეხბურთელია გამოძახებული. ჩვენი გუნდი სრული შემადგენლობით ხვალ შეიკრიბება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი ლორია („დინამო”, თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია“, ლა სპეცია, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ვალენსია, ესპანეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ვოლფსბერგი, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი”, ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

მატჩების განრიგი:
12 ოქტომბერი | საქართველო – ტაილანდი | 20:00
15 ოქტომბერი | საქართველო – კვიპროსი | 17:00

საქართველოს ეროვნული ნაკრების ოქტომბრის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გუნდი ერთად უტევს და ერთად იცავს: შემადგენლობის შერჩევისას უამრავ რამეს ვითვალისწინებთ

მამუკელაშვილის სან ანტონიომ საგამოფენო დაიწყო: სანდრო ბევრი არ ათამაშეს