საუდის არაბეთი პრეტენზიას აცხადებს 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე.
ახლო აღმოსავლეთის მდიდარი ქვეყანა განაცხადს შეიტანს. ამის შესახებ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ იბნ სალმან ალ-საუდმა განაცხადა.
„ტურნირის ჩვენთან ჩატარება იმის მტკიცებულებაა, რომ სამეფო იღვწის მთელ მსოფლიოში მშვიდობისა დ სიყვარულის იდეის გავრცელებისთვის. საამისოდ სპორტი უმნიშვნელოვანესი ასპექტია, რადგან ის სხვადასხვა ერებისა და კულტურის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციის მნიშვნელოვანი საშუალებაა“, – განაცხადა საუდეთის მეფის შვილმა.
ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ 2030 წლის მუნიალი სამი კონტინენტის ექვს ქვეყანაში ჩატარდება.
ფიფამ ყველა დააკმაყოფილა: მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება ექვს ქვეყანაში და სამ კონტინენტზე
GIPHY App Key not set. Please check settings