in

ევრო 2028 დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში გაიმართება: ოფიციალურად 10 ოქტომბერს გამოაცხადებენ

უეფამ აცნობა, რომ თურქეთმა ევრო 2028-ის მასპინძლობაზე უარი თქვა და განაცხადი გაიტანა. შესაბამისად დარჩა ერთადერთი კანდიდატი – დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ერთობლივი განაცხადი.

თურქეთის უარი განპირობებულია იმით, რომ ეს ქვეყანა აპირებს ევრო 2032-ის მასპინძლობისთვის იბრძოლოს იტალიასთან ერთობლივად. ისე საბრძოლველიც არაფერია. ჯერჯერობით სხვა პრეტენდენტი არავინაა.

ორივე ტურნირის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას ოფიციალურად 10 ოქტომბერს გამოაცხადებენ ქალაქ ნიონში უეფას აღმასკომის სხდომაზე.

ასევე ცნობილია ევრო 2028-ის მასპინძელი ქალაქ-სტადიონებიც:

  1. ლონდონი – უემბლი (90,652)
  2. კარდიფი – ეროვნული სტადიონი (73,952)
  3. ლონდონი – ტოტენჰემის სტადიონი (62,322)
  4. მანჩესტერი – სიტის სტადიონი (61,000)
  5. ლივერპული – ევერტონის სტადიონი (52,679)
  6. ნიუკასლი – სენტ ჯეიმს პარკი (52,305)
  7. ბირმინგემი – ვილა პარკი (52,190)
  8. გლაზგო – ჰემპდენ პარკი (52,032)
  9. დუბლინი – დუბლინ არენა (51,711)
  10. ბელფასტი – კაზემენთ პარკი (34,500)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეროვნულს არც თუ მნიშვნელოვანი, ახალგაზრდულს ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები აქვთ: რა ღირს ბილეთები

შოთა თურქეთში ბრუნდება: არველაძეს სამსუნი ეძახის