in

ეროვნულს არც თუ მნიშვნელოვანი, ახალგაზრდულს ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები აქვთ: რა ღირს ბილეთები

საქართველოს ნაკრებს მალე ორი საშინაო მატჩი აქვს. პირდაპირ ვთქვათ, ორივე უმნიშვნელო, უბრალოდ ერონული ნაკრებია და ცხადია მაინც სხვა დატვირთვა აქვს.

საქართველო 12 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სტადიონზე ამხანაგურ შეხვედრაში ტაილანდს დაუპირისპირდება. 15 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში კვიპროსს უმასპინძლებს.

ბილეთები უკვე იყიდება და კარგი ადგილები არც თუ იაფი ღირს ამ მატჩების მნიშვნელობიდან გამომდინარე.

12 ოქტომბერი: საქართველო-ტაილანდი: 20 სთ
ბილეთის ფასი: 10, 20 და 30 ლარი

15 ოქტომბერი: საქართველო-კვიპროსი: 17:00 სთ
ბილეთის ფასი: 10, 30 და 50 ლარი

ტაილანდი რომ დიდი ვერაფერი ბედენაა, ყველამ ვიცით. ჩვენთან შეხვედრა მათთვის უფრო სახეირო ამბავია (მით უმეტეს ჩვენს მერე ესტონეთსაც ეთამაშებიან). ევროპელებთან გაჯიბრება მოვლენაა.

ტაილანდს ბრაზილიელ-გერმანელი მწვრთნელი ჰყავს ალექსანდრე პიოლკინგი, რომელმაც შემადგენლობა დაასახელა. სანაკრებო სიაში 23 ფეხბურთელია. ეს სახელ-გვარები არაფერს გვეუბნება, მაგრამ მაინც უნდა ჩამოვთვალოთ. ერთადერთი საინტერესოა, რომ ტაილანდს ჰყავს დანიური „ოდენსეს“ ფეხბურთელი, თანაც იქაური გვარით.

მეკარეები: კამპოლ პატომაკაკული (რაჩაბური), სუმეტე ხოპხო (პორტი), ჩიავატ ვაგტარპანი (ხონკინ იუნაიტედი)

მცველები: ჩატმონკოლ რეანჩარაროტი (ჩონბური), კრისადა კამანი (ჩონბური), ელიად დოლა (ბალი, ინდონეზია), ჯაკაპარ პრაისურანი (პატუმი), ადისონ პრომრაკი (რაჩაბური), ტრისტან დო (მუანტონგ იუნაიტედი), ნიკოლას მიკელსენი (ოდენსე, დანია), ჯეიმს ბერესფორდი (უტაი ტაი)

ნახევარმცველები: ვეეტრეპ პორპანი (მუანტონგ იუნაიტედი), პიჩა აუტრა (მუანტონგ იუნაიტედი), პუაჩერ ტროანიტი (მუანტონგ იუნაიტედი), ჩანუკუნ დარინი (პორტი), ბორდინ პალა (პორტი), ჩანარონგ პროსნიკავი (ჩონბური), ბენ დევისი (ჩონბური), პატივატ სუკიტამაკუი (პატუმი), ჩაკიტ ლაპრაკული (პრაჩუაპი), აჰიტ ბერგი (ნაჰონ იუნაიტედი)

თავდამსხმელები: ტეერასაკ პოეპიმაი (პორტი), იოტსაკორნ ბურაფა (ჩონბური).

ბარემ ახალგაზრდულ ნაკრებზეც ვთქვათ, რომელსაც ორი მნიშვნელოვანი და ურთულესი თამაში ელოდება.
ჩვენი 21-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებში ბათუმში ნიდერლანდებისა და შვედეთის ახალგაზრდულ ნაკრებებს უმასპინძლებენ.

12 ოქტომბერი: საქართველო-ნიდერლანდები: 18:00 სთ
ბილეთის ფასი: 10 და 15 ლარი

17 ოქტომბერი: საქართველო-შვედეთი: 19:00 სთ
ბილეთის ფასი: 10 და 15 ლარი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯორდანი ამერიკის ყველაზე მდიდრების სიაში მოხვდა: სპორტსმენი აქამდე არასოდეს ყოფილა

ევრო 2028 დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში გაიმართება: ოფიციალურად 10 ოქტომბერს გამოაცხადებენ