in

ჯორდანი ამერიკის ყველაზე მდიდრების სიაში მოხვდა: სპორტსმენი აქამდე არასოდეს ყოფილა

მაიკლ ჯორდანი პირველი სპორტსმენია, რომელიც, ჟურნალ Forbes-ის ვერსიით, ამერიკის შეერთებული შტატების 400 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიაში მოხვდა.

2022 წელს ჯორდანმა 1.7 მილიარდი დოლარი იშოვა. მან გაყიდა NBA-ის კლუბ „შარლოტ ჰორნეტში“ თავისი წილის დიდი ნაწილი და ახლა მისი ქონება 3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

15-წლიანი საკალათბურთო კარიერის განმავლობაში ჯორდანმა დაახლოებით 90 მილიონი დოლარი მიიღო. თუმცა ახლა რომ თამაშობდეს, ამდენს ალბათ ერთ სეზონში მისცემდნენ.

ხელფასის გარდა მან გამოიმუშავა 2.4 მილიარდი (გადასახადებამდე) კორპორაციული პარტნიორებისგან, როგორებიცაა McDonald’s, Nike, Hanes და Gatorade.

ჯორდანი შეუერთდა საბუქმექერო ფირმა DraftKings-ს, როგორც სპეციალური მრჩეველი და ინვესტორი 2020 წლის სექტემბერში.

ის ასევე გახდა NASCAR გუნდის თანამფლობელი 2020 წლის ბოლოს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკოს ლამაზმა გოლმა ბორდოს ქულა მოუტანა: ქოჩორაშვილი ძირითადში დაბრუნდა

ეროვნულს არც თუ მნიშვნელოვანი, ახალგაზრდულს ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები აქვთ: რა ღირს ბილეთები