in

ყველა კომპონენტში უნდა ვაჯობოთ… საქართველო ფიჯისთან განწყობითაა: ბორჯღალოსნები ზურიკომ ინახულა

საქართველოს ნაკრებს მსოფლიო თასზე დღეს მესამე მატჩი აქვს და მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს – ფიჯი. უნდა ვაღიაროთ, მოწინააღმდეგე ფავორიტია, მშვენიერ ფორმაშია და ნებიმსიერი დიდი გუნდისთვის თავსატეხია. მსოფლიო თსზე ავსტრალიის დამარცხებაც ხომ ამის დასტურია. ჩვენმა ბორჯღალოსნებმა კი პორტუგალიას ვერ მოუგეს წინა ტურში მსოაგები თამაში და რეაბილიტაცია უძლიერეს მეტოქესთან მოუწევთ.

მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა პრესკონფერენცია გამართა.

„სამწუხაროდ, პორტუგალიასთან მეორე ტაიმში ვერ მოვახერხეთ იმის შესრულება, რაც დაგეგმილი გვქონდა. ხოლო იმაზე ლაპარაკი, რომ ბიუჭებს განწყობა არ ჰქონდათ, სრულიად ზედმეტია.
რა თქმა უნდა, საბრძოლო განწყობაა ფიჯისთან მატჩის წინაც. განწყობის გარეშე არცერთ თამაშზე არ გავდივართ.

მე მესმის, რთულია, განსაკუთრებით იმ გულშემატკივრისთვის, ვინც მოგებას ელოდა და ახლა რამდენი მიზეზიც არ უნდა დავასახელოთ, პორტუგალიასთან ცალი ფეხით რომ ვყოფილიყავით, უნდა მოგვეგო. პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, განსაკუთრებით მე, რაც სრულად მაქვს გააზრებული. თუმცა, არაფერი არ მთავრდება, ფიჯისთან დაპირისპირებაზე ვართ კონცენტრირებული და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც მოედანზე გავა, 100%-ით მზად იქნება და ყველაფერს გაიღებს, რათა ის სახე აჩვენოს, რითაც ვამაყობთ. დიდი სურვილი მაქვს ამით იამაყოს ერმა.

რაც შეეხება ბუკა შარიქაძეს, მას ტრავმა აქვს, საბოლოო პასუხი არ მიგვიღია, კიდევ ველოდებით საბოლოო დასკვნას.

ნინიაშვილის ფლანგზე გადაყვანას რაც შეეხება, ის კლუბში სწორედ ამ პოზიციაზე თამაშობს. ეს გადაწყვეტილება ტაქტიკური მონახაზით არის განპირობებული.
მიმაჩნია, რომ ნინიაშვილი თანაბრად ეფექტური და ძლიერი იქნება, 15 ნომრიდან ითამაშებს თუ ფრთიდან.

ჩვენი გეგმაა ყველა კომპონენტში ვაჯობოთ ძალიან ძლიერ მეტოქეს – შეტევაშიც, დაცვაშიც, კონტრშეტევაშიც, შეჯგუფებებშიც. თუ გვინდა შედეგს მივაღწიოთ, ამას ვერ შევძლებთ მხოლოდ იმით, რომ რომელიმე ერთ კომპონენტში ვაჯობოთ. ყველგან უნდა მოვახერხოთ, რომ ვიყოთ ძლიერები და კონკურენტუნარიანები”.

საქართველოსა და ფიჯის მატჩი ბორდოს “მატმუტ ატლანტიკზე” 19:45 საათზე დაიწყება.

მოგეხსენებათ, „ბორდოში“ თამაშობს ზურიკო დავითაშვილი. მან შემთხვევით ისარგებლა და მორაგბეებს ესტუმრა. ფეხბურთელს სამახსოვროდ ბორჯღალოსნების 9-ნომრიანი მაისური გადასცეს. თუმცა ზურიკო შეხვედრას ვერ დაესწრება, რადგან თავადაც თამაში უწევს შაბათს.

ზურიკო დავითაშვილმა სოციალურ ქსელში ამ შეხვედრასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა.

„დღეს ბორდოში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ვესტუმრე. ჩვენი ბიჭები 30 სექტემბერს ჩემს ქალაქში ფიჯის დაუპირისპირდებიან.
რადგანაც მეც თამაში მაქვს, სამწუხაროდ, მატჩზე დასწრებას ვერ მოვახერხებ, თუმცა მერგო პატივი, მივსულიყავი მათთან სასტუმროში და ისინი პირადად გამეცნო.
მადლობა ბიჭებს ნაკრების მაისურისთვის. წარმატებები ფიჯისთან შეხვედრაში. დარწმუნებული ვარ, ისინი ჩვენ გასახარებლად ყველაფერს გააკეთებენ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესი და რონალდო შესაძლოა ერთმანეთს ისევ დააჯახონ

კვარამ მაგარი საგოლე პასი გააკეთა, ნაპოლი გუნდს ემსგავსება