„ნაპოლისა“ და ვიქტორ ოსიმენის დაძაბულობის ამბავი ყველასთვის ცნობილია. ფეხბურთელი ჯერ შეცვლით დარჩა უკმაყოფილო, შემდეგ კი თავი დამცირებულად იგრძნო ვიდეოს გამო, რომელშიც ის გაშარჟებულია პატარა ბავშვის ხმით. ოსიმენმა სოცქსელებიდან გუნდთან დაკავშირებული ფოტოებიც კი წაშალა.
ამასთან დაკავშირებით „ნაპოლიმ“ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა:
„რაიმე სახის სპეკულაციებისთის თავის ასარიდებლად, „ნაპოლი“ აზუსტებს, რომ კლუბს არასოდეს არ სურდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ ოსიმენის შეურაცხყოფა ან დაცინვა. მის მიმართ ზაფხულში დამოკიდებულება გამოგვეხატა, უარი ვთქვით მის ტრანსფერზე მიღებულ ყველა შეთავაზებაზე.
ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ფაქტია, რომ სოციალურ ქსელებში ყოველთვის შემოქმედებითი მიდგომით იქმნება სიახლეები, რასაც არანაირი დაცინვის ან წყენის მიყენების განზრახვა არ აქვს, როგორც ეს მოხდა ოსიმენის შემთხვევაში. თუმცა, თუ ვიქტორმა ამაში რაიმე შურაცხმყოფელი დაინახა, ეს განზრახ არ გაკეთებულა“.
ბარემ ვთქვათ, რომ მადრიდის „რეალი“ ოსიმენის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.
ნიგერიელი ფორვარდის გადაბირება ასევე სურთ საუდის არაბეთის კლუბებს და „ჩელსის“.
GIPHY App Key not set. Please check settings