ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავი მატჩი ითამაშა და ახალ სეზონში პირველი გოლიც გაიტანა. თუმცა გოლის გარდა ის დიდებულად მოქმედებდა და ეფექტურობის გარდა შედეგიანიც იყო.
როგორც იქნა: კვარაცხელიამ გაიტანა – პასიც გააკეთა, პენალტიც აიკიდა და ძველებურად მაგრად ითამაშა
თამაში შემდეგ კომენტარი ქართველმა ფეხბურთელმა გააკეთა:
ხვიჩა კვარაცხელია:
„გოლი გავიტანე და ეს მნიშვნელოვანია. ორჯერ ძელს დავარტყი და იმედგაცრუებული დავრჩი. შემდეგ ჩიხიდან გამოსვლა მოვახერხე.
მეც კმაყოფილი ვარ ასეთი თამაშით, ისევ ვიპოვე ჩემი საუკეთესო მდგომარეობა. ამ წარმატებამ თავდაჯერებულობა უნდა შეგვმატოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავბრუნდეთ.
რა თქმა უნდა, მომენატრა გოლის გატანა. ასეთი ხანგრძლივი უგოლო სერიის გამო ყველა ფეხბურთელი ინერვიულებდა. ბედნიერი ვარ, რომ გავიტანე. 6 თვე გოლის გარეშე, ლოგიკურია, რომ განერვიულებს.
ასე უნდა გავაგრძელოთ. უნდა დავუბრუნდეთ ისეთ ფეხბურთს, როდესაც ბურთს ვაკონტროლებთ. მწვრთნელთან ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ამ სტილში თამაშს უნდა დავბრუნებოდით.
აჩვენა თუ არა ცუდი სტარტის შემდეგ „ნაპოლიმ“ თავისი სახე? შეიძლება, ასეცაა. ჩვენ გვყავს კარგი მოთამაშეები, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიტანა დღეს, ჩვენ ამ კლუბისთვის შესაფერის სიმაღლეზე უნდა ვიყოთ. წინ „ნაპოლი“.
კვარა დაბრუნდა: ასეთები ბევრი არ არიან – მწვრთნელმა ხვიჩა აქო
„ნაპოლი“ მომდევნო თამაშს 30 სექტემბერს „ლეჩესთან“ გამართავს, ხოლო 3 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალი“ ესტუმრება.
GIPHY App Key not set. Please check settings