ალექს ფერგიუსონი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელების რეიტინგს ჩაუდგა სათავეში. ეს რეიტინგი FourFourTwo-მა შეადგინა.
შოტლანდიელი სპეციალისტი „მანჩესტერში“ მუშაობითაა ცნობილი – 1986-დან 2013 წლამდე. მან ამ დროში 13-ჯერ მოიგო პრემიერლიგა, 2-ჯერ – ჩემპიონთა ლიგა და ცხადია სხვა ჯილდოებიც.
21-ე საუკუნის 10 საუკეთესო მეკარე: პირველი ბუფონია
პირველ ოცეულში შევიდნენ:
ალექს ფერგიუსონი
რინუს მიხელსი
იოჰან კრუიფი
ბილ შენკლი
პეპ გვარდიოლა
არიგო საკი
მეტ ბასბი
ელენიო ერერა
ერნსტ ჰაპელი
ვალერი ლობანოვსკი
ბრაიან კლაფი
ჟოზე მოურინიო
მარჩელო ლიპი
ჯოვანი ტრაპატონი
ვისენტე დელ ბოსკე
მიგელ მუნიოსი
კარლო ანჩელოტი
ოტმარ ჰიტცფელდი
ნერეო როკო
ლუი ვან გაალი
არსენ ვენგერი 23-ე ადგილზე გავიდა, ფაბიო კაპელო 24-ეა, იურგენ კლოპი – 29-ე, იუპ ჰაინკესი – 32-ე, ზინედინ ზიდანი – 36-ე, გუს ჰიდინკი – 37-ე, რაფაელ ბენიტესი – 41-ე, დიეგო სიმეონე – 43-ე, ოტო რეჰაგელი – 47-ე, ლუის არაგონესი – 48-ე, ფრანკ რაიკაარდი – 57-ე, იოახიმ ლიოვი – 66-ე, დიდიე დეშამი – 73-ე, მარსელო ბიელსა – 77-ე, მირჩა ლუჩესკუ – 87-ე, კლაუდიო რანიერი – 90-ე, ანტონიო კონტე – 93-ე, რობერტო მანჩინი – 97-ე, ტოპასეულის ბოლო ადგილზეა როი ჰოჯსონი.
GIPHY App Key not set. Please check settings