ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ „გენგამს“ ესტუმრა – 0:0.
ჩვენიანი სათადარიგო იყო და შეცვლაზე შევიდა, 59-ე წუთზე. ზურიკო აქტიურად ჩაერთო. შესვლიდან რამდენიმე წუთში დრიბლინგით გამწვავება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. 84-ე წუთზე კი სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ მცველი გადაეღობა.
მსაჯის მიერ წამატებულ დროში დავითაშვილი საჯარიმოში წაიქცა და პენალტს ითხოვდა, მაგრამ მსაჯმა თამაში გააგრძელა. ზურიკოს თამაში 6.1 ქულად შეფასდა.
„ბორდო“ 7 ტურის შემდეგ 10 ქულით მხოლოდ მე-12 ადგილზეა.
იტალიის სერია ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ მე-7 ტურში „კოზენცას“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 2:1.
ახალი მთავარი მწვრთნელი ჯოვანი სტროპა ჩვენიანს ენდობა და ზედიზედ მეორე თამაშია ძირითადში დააყენა. ლოჩოშვილმა პირველივე შეტევაზე ყვითელი ბარათი მიიღო. ლუკამ ბოლომდე ითამაშა და 6.7 დაიმსახურა.
„კრემონეზემ“ 7 მატჩის შემდეგ 10 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზე დაწინაურდა.
ივა გელაშვილის „სპეციამ“ „ბრეშას“ უმასპინძლა (0:0). სამწუხაროდ, ქართველი მცველი კვლავ არ ათამაშეს.
უკრაინის თასის 1/8-ფინალში „შახტარმა“ გასვლაზე „ვერესი“ 3:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ირაკლი აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი სათადარიგო იყო.
ავსტრიისავე თასზე სანდრო ალთუნაშვილის “ვოლფსბერგმა” გასვლაზე 2:1 დაამარცხა “რიდი”. ბათუმის “დინამოს” ყოფილი ნახევარმცველი 59-ე წუთზე შეცვალეს, მისი გუნდი კი 1/8 ფინალში ითამაშებს.
GIPHY App Key not set. Please check settings