გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის მე-6 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. „ვალენსიის“ მეკარე whoscored-მა აღიარა.
„ვალენსიამ“ გასვლაზე 2:2 ითამაშა „ალმერიასთან“. მიუხედავად ორი გაშვებული გოლისა, ქართველი მეკარე საუკეთესო იყო და გუნდი არაერთხელ გადაარჩინა.
32-ე წუთზე მამარდაშვილმა არიბასის თავური დარტყმა მოიგერია, სამ წუთში ლუის სუარესის რთულ დარტყმას ეფექტური ნახტომი შეაგება. მეორე ტაიმში კიდევ ორი დარტყმა აიღო.
მამარდამ მაგრად ითამაშა, მაგრამ რად გინდა… ვალენსიას პირველი ფრე
Whoscored-მა „ვალენსიის“ შემადგენლობაში ყველაზე მაღალი შეფასება (8.6 ქულა) სწორედ ჩვენს მეკარეს დაუწერა. საბოლოოდ, შეფასება შეასწორეს და 7.9-მდე დაიყვანეს, მაგრამ მასზე უკეთესი მაჩვენებელი მაინც არავის აქვს.
Sofascore-ის შეფასება 8.2-ია, ხოლო Flashscore-მა – 8.1 დაუწერა.
GIPHY App Key not set. Please check settings