in

თსუ ბენფიკასთან განადგურდა: გადავინაცვლეთ ევროპის თასზე

საქართველოს ჩემპიონმა თსუ-მ ანთალიაში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალური მატჩი ითამაშა პორტუგალიის „ბენფიკასთან“ და ძალიან დიდი სხვაობით წააგო – 62:122 (15:25, 17:32, 18:36, 12:29).

თსუ-სგან ყველაზე მეტი ქულა საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი ტურძილაძემ დააგროვა – 19 ქულა, ხოლო ალექსანდრე ფევაძემ 10 ქულა ჩააგდო.

„ბენფიკას“ მწვრთნელმა ნორბერტ ალვესმა განაცხადა, რომ მისმა კალათბურთელებმა დაცვაში შესანიშნავად ითამაშეს.

პლეი ოფის მონაწილე რვა გუნდი ანთალიაში შეიკრიბა და ბრძოლა მეოთხედფინალიდან დაიწყეს. ფინალში გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
ისე, „ბენფიკა“ ფავორიტია. მის რიგებში კაბო ვერდეს ნაკრების ორი კალათბურთელია (ალმეიდა და გომესი), პლუს თავად პორტუგალიის ნაკრების კალათბურთელებიც და გუნდის ლიდერი ამერიკელი ტონი დაგლასი, რომელსაც NBA-ის შვიდ გუნდში უთამაშია.

აღსანიშნავია, თსუ-ს ქომაგობა. თბილისიდან ჩასულმა ფანკლუბის წევრები ბოლომდე ენერგიულად გულშემატკივრობდნენ გუნდს.

ჩვენი გუნდი გათამაშებას გამოეთიშა. თუმცა ასპარეზობის ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე გაგრძელების უფლება აქვს.
მიუნხენში გამართულმა წილისყრამ ჯგუფში მეტოქეებად ფრანგული „შოლე“, იტალიური „ვარეზე“ და გერმანული „გოტინგენი“ გვარგუნა. თამაშები ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება და ჯგუფური ეტაპი (6 მატჩი) წლის ბოლომდე დასრულდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელია სუპერთასის მფლობელია: თოკომ ფინალში ორმაგი დუბლი გააკეთა

ჩაშლილი მატჩი არ ჩაშალეს: აიაქსი თამაშს უმაყურებლოდ გააგრძელებს