in

ქალიან-კაციანად: ფიფამ წლის გოლის ნომინანტები დაასახელა

ფიფამ პუშკაშის პრემიის 11 ნომინანტი დაასახელა. მოგეხსენებათ, ეს პრიზი სეზონის ყველაზე ლამაზი გოლის ავტორს გადაეცემა (2022 წლის 19 დეკემბრიდან 2023 წლის 20 აგვისტომდე პერიოდი).
აღვნიშნოთ, რომ აქ არ არის გამოცალკევებული ქალთა და მამაკაცთა ფეხბურთი და ორივე სქესის ნომინანტები ერთად არიან.

ნომინანტებს შორის მოხვდნენ:

ბრაიან ლოსანო: ატლასი-ამერიკა (ლიგა MX კლაუსურა – მექსიკა, 26 თებერვალი, 2023);
გილერმე მადრუგა: ნოვოორიზონტინო-ბოტაფოგო (სერია B – ბრაზილია, 27 ივნისი, 2023);
სონ-ჟინ კანგი: იორდანია (U20)-კორეა (U20) (აზიის თასი U20, 5 მარტი, 2023);
ალვარო ბარეალი: ცინცინატი-პიტსბურგი (აშშ-ის ღია თასი, 6 ივნისი, 2023);
ხულიო ენსისო: ბრაიტონი-მანჩესტერ სიტი (პრემიერლიგა – ინგლისი, 24 მაისი, 2023);
ივან მორანტე: იბიცა-ბურგოსი (სეგუნდა – ესპანეთი, 25 მარტი 2023);
ასხათ ტაგიბერგენი: ყაზახეთი-დანია (ევრო 2024-ის შესარჩევი, 26 მარტი, 2023);
ნუნუ სანტუში: სპორტინგი-ბოავიშტა (პორტუგალიის ჩემპიონატი, 12 მარტი, 2023);
სემ კერი: ავსტრალია-ინგლისი (მსოფლიო თასი 2023, ქალები, 16 აგვისტო, 2023);
ლინდა კაისედო: კოლუმბია-გერმანია (მსოფლიო თასი 2023, ქალები, 30 ივლისი 2023);
ბეატრის ზანერატო: ბრაზილია-პანამა (მსოფლიო თასი 2023, ქალები, 24 ივლისი 2023)

ხმის მიცემა ფიფას ოფიციალურ გვერდზე ყველას შეუძლია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბევრიც არაფერი: ქართველი ლეგიონერები ევროპაში

50 ყველაზე კარგი პატარა: 19 წლამდელთა რეიტინგის თავში გავია