საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევში ზედიზედ ორი მატჩი წააგო, თანაც ერთი გამანადგურებელი ანგარიშით – შინ, ესპანეთთან 1:7. მერე ნორვეგიასთან 1:2. ეს ორი წაგება უმალ აისახა ფიფას ახალ რეიტინგზე, სადაც საქართველომ უკან ჩაიჩოჩა, თუმცა ძალიანაც არა.
ფიფამ დღეს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ერთი საფეხურით დაიხია და 79-ე პოზიციას იკავებს.
მსოფლიო რეიტინგს კვლავ არგენტინა ლიდერობს. მსოფლიო ჩემპიონს საფრანგეთი, ბრაზილია, ინგლისი და ბელგია მოჰყვებიან.
GIPHY App Key not set. Please check settings