საბა ლობჟანიძემ MLS-ში მორიგი გოლი გაიტანა. ქართველის „ატლანტა იუნაიტედი“ სტუმრად „DC იუნაიტედს“ შეხვდა და 1:1 ითამაშა.
მე-14 წუთზე ანგარიში ჩვენიანმა გახსნა. მან დასწრებაზე ითამაშა დროულად და ეფექტიანად.
ლობჟანიძე 59-ე წუთზე შეცვალეს და შეფასებად 7.4 დაუწერეს.
ქართველმა ფეხბურთელმა 5 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასიც მოახერხა.
30 ტურის შემდეგ „ატლანტა “ 46 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings