საქართველოს ნაკრებმა დევისის თასზე ტუნისი 3:1 დაამარცხა და 2024 წლისთვის მსოფლიო ჯგუფი I-ის პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.
შეხვედრები კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქის კორტებზე გაიმართა. პირველ სათამაშო დღეს ერთეულთა თანრიგში გამარჯვებები მოიპოვეს საბა ფურცელაძემ და ზურა ტყემალაძემ. შემდეგ წყვილთა შორის ალექსანდრე ბაკში და ალექსანდრე მეტრეველი ტუნისელ წყვილთან დამარცხნენ და ანგარიში 2:1 გახდა.
მეოთხე შეხვედრაში ერთეულთა თანრიგში კვლავ ბრწყინვალედ ითამაშა საბა ფურცელაძემ, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში ორ სეტში დუგაზის სძლია და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა. მეხუთე ორთაბრძოლის (ზურა ტყემალაძე – მოეზ ეჩარგუი) გამართვა საჭირო აღარ გახდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: საბა ფურცელაძე (რეიტინგში 450), ზურა ტყემალაძე (698), ალექსანდრე მეტრეველი (826) და ალექსანდრე ბაკში (841).
საქართველო 3:1 ტუნისი
საბა ფურცელაძე 6:1, 6:4 მოეზ ეჩარგუი
ზურაბ ტყემალაძე 3:6, 7:6, 6:4 აზიზ დუგაზი
ალექსანდრე ბაქში, ალექსანდრე მეტრეველი 6:4, 6:7, 2:6 სკანდერ მანსოური, აზიზ ოუაკაა
საბა ფურცელაძე 6:3, 6:4 აზიზ დუგაზი
GIPHY App Key not set. Please check settings