„ბარსელონა“ რეკონსტრუქციაზე დახურული „კამპ ნოუს“ ბალახს ყიდის.
ბოლო მატჩი გუნდმა ლეგენდარულ სტადიონზე 28 მაისს ჩაატარა „მალიორკასთან“ (3:0).
კლუბი სამახსოვრო სუვენირებს სხვადასხვა ფორმით ყიდის – ნოტარიულად დამოწმებული ბალახით დაწყებული არენის მინი-მოდელით დამთავრებული. ფასები 20 ევროდან 420 ევრომდე მერყეობს. ამდენი ღირს გაზონის დიდი ნაჭერი, რომელიც ჩარჩოშია ჩასმული.
გასაყიდად ჩაუშვეს საფეხბურთო კარის ბადის ფრაგმენტებიც, რომლის ფასი 80 ევროა.
იგეგმება, რომ სექტემბრის ბოლოდან ან ოქტომბრიდან „ბარსას“ თაყვანისმცემლები შეძლებენ პლასტიკატის სავარძლები ან სხვა ექსკლუზიური საგნები იყიდონ, რაც „ნოუ კამპს“ უკავშირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings