in

რონალდოს სასტუმრომ მიწისძვრისგან დაზარალებულები შეიფარა

მაროკოში მდებარე კრიშტიანო რონალდოს სასტუმრომ მიწისძვრისგან დაზარალებულები მიიღო.

შეგახსენებთ, მაროკოს სამხრეთით მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგად ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მაროკოში მყოფმა ესპანელმა ტურისტმა ირენ სეიშასმა აცნობა, რომ 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო Pestana CR7 Marrakech, რომელიც კრიშტიანო რონალდოს ეკუთვნის, დათანხმდა დაზარალებულები განეთავსებინა.

ტურისტმა განაცხადა, რომ მომხდარის შემდეგ ავიაბილეთების ძებნა დაიწყო, მაგრამ თითქმის ყველა გაყიდული იყო, ხოლო დარჩენილები ათასი ევრო ღირდა. სასტუმროებთან დაკავშირებითაც დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო.

„მოგვიწია მარაკეშის ახალ რაიონში მისვლა, სადაც უფრო მდიდრული სასტუმროებია. დავითანხმეთ კრიშტიანო რონალდოს სასტუმრო, რომელიც გარეუბანში მდებარეობს, ჩვენთვის ნომერი მოეცათ“, – უთხრა სეიშასმა RTVE-ის ინტერვიუში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო ოსლოშია

ბარსა ნოუ კამპის ბალახს ყიდის, სხვა რაღაცეებსაც