საქართველო დღეს საღამოს ესპანეთს ეთამაშება და კიდევ ერთხელ შეეცდება არ წააგოს. წინა ორი თბილისური შეხვედრა ძალიან დასანანად დასრულდა. ჯერ იყო და 0:0-ზე გოლი 86-ე წუთზე გავუშვით, არც თუ დიდი ხნის წინ კი 1:1-ზე საერთოდ წამატებულ დროში.
ესპანელებთან საყაიმო დონეზე თამაში სწორედ ის ერთ-ერთი არგუმენტია, რაც ქომაგს დღეს არწაგების იმედს აღუძრავს. მეორე არგუმენტი თავად ესპანეთის ნაკრებია: ეს არ არის ისეთი მძლავრი გუნდი, როგორც ადრე ჰყავდათ და ამათთან თამაში შეიძლება, მით უმეტეს, რომ ჩვენი ფეხბურთელების დიდი ნაწილი არ არის ცუდ ფორმაში.
მიუხედავად ამისა, ფავორიტი მაინც ესპანეთია, თანაც აშკარა.
საბუქმეკერო კომპანიის ანალიტიკოსები ესპანეთს გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნევენ და მის მოგებაზე სულ რაღაც 1.3 კოეფიციენტს ჩამოდიან (მცირედი განსხვავებებით). ეს კი გამარჯვების დაახლოებით 74%-იანი ალბათობაა.
საქართველოს მოგებაზე 9.5 კოეფიციენტია (9%). ფრეზეც დიდი ფსონია – დაახლოებით 5.4.
აქამდე გუნდები 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და 4-ვე „ფურია როხამ“ მოიგო. ვთქვით, რომ თბილისში ორჯერვე გაუჭირდა, მაგრამ მაინც მოიგო და ამიტომ ის, რომ დღესაც არ წააგებს 3.4 კოეფიციენტად ფასდება.
ექსპერტები ყველაზე მოსალოდნელ ანგარიშად აი ამას მიიჩნევენ, რასაც აშკარად არ უნდა დავეთანხმოთ:
- 2:0 – 5.67;
- 1:0 – 6.24;
- 3:0 – 7.37.
გამოდის გოლს ვერ გავიტანთ. არ უნდა მოხდეს ასე.
ყატარის მუნდიალის შესარჩევში გოლიანი მატჩები გამოვიდა. ესპანეთმა მოიგო 2:1 და 4:0. ასე რომ, 2.5 გოლზე მეტს უფრო ელიან, ვიდრე ნაკლებს. მეტი გოლი 1.7 და ნაკლები – 2.1.
ორივე გაიტანს – 2.15 და პირიქით – 1.7.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა Transfermarkt-ის მონაცემებით 5.4-ჯერ ნაკლებია ესპანეთისაზე.
ის, რომ ფეხბურთში ფული არ წყვეტს ყოველთვის ყველაფერს, ეს ასი ათასჯერ და უფრო მეტჯერ დამტკიცებულა.
დღეს საღამოს ნავსის გატეხვის დროა.
GIPHY App Key not set. Please check settings