კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის „დინამო“ ამ საღამოს პოზნანში იქაურ „ლეხს“ დაუპირისპირდება. პოლონელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა პრესკონფერენციაზე მეტი დრო პრობლემებზე საუბარს დაუთმო.
გასარკვევი ორ მატჩში გაირკვევა: ბათუმი სიცხეში რთულ მატჩს ელოდება – ვიდეო
„კლუბში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი დამხვდა და შემადგენლობით კმაყოფილი ვარ. თუმცა ბევრია ტრავმირებული, თანაც საკვანძო პოზიციებზე. მიუხედავად ამისა, გვაქვს საკმარისი პოტენციალი, ეს პრობლემები რომ მოვაგვართ. ჯერ მორალური ძალა უნდა გამოვნახოთ, რაც ზედიზედ სამი წაგების შემდეგ ადვილი არ იქნება. მე შემიძლია მოთამაშეებს დასვენების დღე მივცე, რომ იფიქრონ, ისაუბრონ ან შეცდომები გაანალიზონ“, – განაცხადა ჯონ ვან დენ ბრომმა.
„ლეხის“ მთავარ მწვრთნელთან ერთად პრესკონფერენციაზე მივიდა გუნდის ქართველი ლეგიონერი ნიკა კვეკვესკირი:
„ჩვენ „დინამოზე“ უკეთესი გუნდი ვართ, მაგრამ მხოლოდ ქაღალდზე. „სლოვანთან“ „დინამოს“ მატჩებს ვუყურე და ბათუმელმა თავი კარგად წარმოაჩინეს, უბრალოდ არ გაუმართლათ. ასეთი გუნდის წინააღმდეგ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. პოლონეთის ექსტრაკლასა საქართველოს ჩემპიონატზე უფრო მაღალი დონისაა, ამიტომ არა მგონია „დინამომ“ გაიმარჯვოს. ისე კი, ქართული ფეხბურთი სწორ გზაზეა. სამწუხაროა, რომ ჩემი თანამემამულეების წინააღმდეგ ვითამაშებთ“, – აღნიშნა კვეკვესკირმა.
მატჩი დღეს 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტელერეპორტაჟს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.
GIPHY App Key not set. Please check settings