ბუკაიო საკა ინგლისის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
გულშემატკივრებმა „არსენალის“ ნახევარმცველი 2023 წლის შედეგების მიხედვით გამოარჩიეს.
საკამ აჯობა ჯუდ ბელინგემს, რომელიც გასულ წელს დორტმუნდში თამაშობდა და ახლა „რეალის“ ლიდერად ყალიბდება და ჰარი კეინს, რომელიც პრემიერლიგიდან „ბაიერნში“ გადავიდა.
წლის განმავლობაში საკამ ნაკრებში 10 მატჩი ითამაშა და 7 გოლი გაიტანა. მსოფლიო პირველობაზე 5-დან 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ირანთან კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც მიიჩნიეს.
GIPHY App Key not set. Please check settings