in

ახალგაზრდებმა შესარჩევი მოგებით დაიწყეს

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დაიწყო. რამაზ სვანაძის გუნდმა, ქუთაისში, გიბრალტარს უმასპინძლა და მეტოქე საგრძნობი უპირატესობის ფონზე – 2:0 დაამარცხა.

პირველი გოლი მატჩის მე-10 წუთზე ოთარ მამაგეიშვილმა გაიტანა, რომელმაც საჯარიმოში ჩაწოდებული მაღალი გადაცემა სწორად დაამუშავა და მეტოქის კარის აღება მოახერხა. მეორე გოლი ახალწვეული – ვასილიოს გორდეზიანის ანგარიშზეა, ბერძნული პაოკის შემტევმა გიბრალტარის კარი თავური დარტყმით აიღო.

21-წლამდე ნაკრები, შემდეგ მატჩს 12 სექტემბერს, კიშინიოვში, თბილისის დროით 21:00 საათზე მოლდოვის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

საქართველო – გიბრალტარი 2:0

გოლები: 1:0 ო. მამაგეიშვილი (10. ხვადაგიანის პასით), 2:0 გორდეზიანი (17. რუხაძის პასით)

საქართველო: მაქაცარია – მაისურაძე, ხვადაგიანი, გოგლიჩიძე, რუხაძე – ლომინაძე (71. მორჩილაძე) – ოდიშარია (72. ოგბაიძე), სიგუა (46. ცხოვრებაშვილი), ო. მამაგეიშვილი, კვერნაძე (86. აბუაშვილი) – გორდეზიანი (74. იობაშვილი).

სათადარგოები: ხარატიშვილი – ლაცაბიძე, მამაცაშვილი, ოსიყმაშვილი.

გიბრალტარი: აველინი, ჯონსი (46. დუაჰი), მაკლაფერტი, კარინგტონი, რაში, დე ჰარო, რიჩარდსი, სტევენსი (85. მაკგრალი), კლინტონი (77. კაეტანო), ჯესოპი (46. სკანლონი), ბორგე (61. დელ რიო).

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ გიბრალტართან მატჩი შეაფასა.

„ეს ახალგაზრდული ნაკრების ახალი თაობის პირველი შეკრება და პირველი ოფიციალური თამაში იყო. ბევრი ახალი ფეხბურთელი მოვიწვიეთ. ზოგადად, გუნდში თაობათა ცვლის ძალიან საინტერესო პროცესია დაწყებული.

თამაშს რაც შეეხება, ყველაზე კარგი ის არის, რომ მოვიგეთ და სამი ქულა ავიღეთ. ასევე მნიშვნელოვანი იქნება მოლდოვაში დადებითი შედეგის დაფიქსირება. იყო კარგი მომენტებიც და ხარვეზებიც, ეს ბუნებრივია, ამ ყველაფერს ველოდით, რადგან ახალი შეკრებილები ვართ.

მთავარია, რომ ამ გუნდს აქვს პოტენციალი და შეუძლია, მოუმატოს. ჩვენი მცდელობებიც ამ პროცესისკენ არის მიმართული. დარწმუნებული ვარ, გარკვეული დროის შემდეგ მოთამაშეები დავალებებს იმ დონეზე შეასრულებენ, რომ მათი თამაშით კმაყოფილი დავრჩებით“.

U21 | შემოდგომის განრიგი
12 სექტემბერი | მოლდოვა – საქართველო | 21:00

12 ოქტომბერი | საქართველო – ნიდერლანდები
17 ოქტომბერი | საქართველო – შვედეთი

16 ნოემბერი | ჩრდ. მაკედონია – საქართველო

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ინგლისის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი საკაა და არა ბელინგემი ან კეინი

გპირდებით მაქსიმუმს გავაკეთებთ: საქართველო ნაყოფიერად ემზადება – ვიდეო