ლამის მთელი ზაფხული იმაზე იყო საუბარი, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი უნდა გაზრდილიყო და ამაზე მიდიოდა კიდეც ბჭობა. დასახელდა წლიური 5 მილიონი, მერე ვითომ ქართველმა ფეხბურთელმა (ალბათ უფრო გარემოცვამ) 6 მილიონამდე გაზარდა. ცნობილია, რომ გუნდში მისვლისას ჩვენიანს დაბალი ხელფასი დაუნიშნეს, ახლა კი, როდესაც ის მთელი იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ბუნებრივია მეტი ეკუთვნის.
calcionapoli24 „ნაპოლის“ ფეხბურთელების ხელფასები გაარკვია. საინტერესოა, რომ ჯამში კლუბი ჯამაგირზე 42.5 მილიონ ევროს ხარჯავს, რაც დღევანდელი გაგებით ფეხბურთში ერთობ ცოტაა.
რაც შეეხება „ნაპოლის“, გასაკვირია, რომ ხუთეულშია დემე, ხოლო ხვიჩას სულ ორ ფეხბურთელზე უკეთესო ხელფასი აქვს.
ორი რიცხვი იმას ნიშნავს, რომ ერთი ხელზე ასაღები თანხაა, მეორე გადასახადების ჩათვლით.
ოსიმენი – 4.5 (5.9)
ზილენსკი – 3.5 (6.4)
ლობოტკა – 3.5 (4.5)
დი ლორენცო – 3 (5.5)
დემე – 2.5 (3.2)
რასპადორი – 2.5 (4.6)
ლინდსტრემი – 2.3 (3.6)
ანგისა – 2.2 (2.8)
პოლიტანო – 2.2 (4.0)
მარიო რუი – 2.1 (3.8)
მერეტი – 2 (3.7)
რაჰმანი – 1.8 (3.3)
სიმეონე – 1.7 (3.1)
ოლივეირა – 1.5 (1.9)
ელმასი – 1.5 (1.9)
კაიუსტე – 1.2 (1.9)
ნატანი – 1.1 (1.7)
ესტეგორი – 1.0 (1.3)
ჟეზუსი – 1.0 (1.85)
კვარაცხელია – 1.0 (1.3)
გოლინი – 0.4 (0.724)
ძანოლი – 0.08 (0.148)
GIPHY App Key not set. Please check settings