in

კრიშტიანო სიცრუის დეტექტორზე შეამოწმეს: რამდენად გულწრფელია რონალდო

კრიშტიანო რონალდომ ინტერვიუ მისცა, სადაც ის სიცრუის დეტექტორზე შეამოწმეს. ყველა პასუხის შემდეგ კრიშტიანოს რეაქციას პოლიგრაფზე ამოწმებდნენ და ამბობდნენ, გულწრფელად უპასუხა თუ არა ფეხბურთელმა.

პორტუგალიელ ვარსკვლავს ბევრ თემაზე დაუსვეს კითხვა.

შვიდი შენი საყვარელი ნომერია?
დიახ (სიცრუის დეტექტორი: სიმართლე).

ოდესმე დაგიგუგლავს თუ არა საკუთარი თავი?
დიახ, ბევრჯერ (სიცრუის დეტექტორი: სიმართლე).

ხარ თუ არა რეკორდსმენი ისტორიაში გოლების რაოდენობით?
დიახ (სიცრუის დეტექტორი: სიმართლე).

ოდესმე გიჭამია ფასტფუდი?
ბევრჯერ (სიცრუის დეტექტორი: სიმართლე).

პორტუგალია მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს?
დიახ (სიცრუის დეტექტორი: ტყუილი).

უყურებ ხოლმე საკუთარ გოლებს?
დიახ (სიცრუის დეტექტორი: სიმართლე).

„იუვენტუსის“ წინააღმდეგ მაკრატელა შენი საუკეთესო გოლია?
დიახ (სიცრუის დეტექტორი: ტყუილი). ჩემთვის ეს საუკეთესო გოლია. შეიძლება ითქვას, ყველაზე რთული, ყველაზე ლამაზი. ეს ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული.

პრემიერლიგა ყველაზე რთული ლიგაა მსოფლიოში?
დიახ (სიცრუის დეტექტორი: სიმართლე).

ხვრინავ ძილის დროს?
არა. ან, შესაძლოა, კი. არა (სიცრუის დეტექტორი: ტყუილი).

40 წლის შემდეგაც გააგრძელებ უმაღლეს დონეზე თამაშს?
დიახ (სიცრუის დეტექტორი: სიმართლე).

სანამ ცოცხალი ხარ, ვინმე შეძლებს შენი ბომბარდირული რეკორდის მოხსნას?
არა (სიცრუის დეტექტორი: სიმართლე).

შენ საუკეთესო ბომბარდირი ხარ ისტორიაში?
დიახ (სიცრუის დეტექტორი: სიმართლე).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას ჯამაგირი დაბალია: რამდენია ნაპოლში ხელფასები

საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა – ვიდეო