in

საბას მაგარი გოლი, კიტეს მოგებული თამაში, ზურიკოს პასი: როგორ ფორმაში არიან სანაკრებოდ ლეგიონერები

საქართველოს ნაკრებს მალე ორი უმნიშვნელოვანესი, ალბათ გადამწყვეტი მატჩები აქვს ევროპის შესარჩევში. ასეთ დროს კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ნაკრების წევრების და უპირველესად ლეგიონერების ფორმას. კვარაცხელიას წინა სეზონის შემდეგ ერთი სრული მატჩიც არ უთამაშია და „ნაპოლის“ მწვრთნელმაც თქვა, არ არის ჯერ 100%-ით მზადო. იმედია შარშან გადაღლილი კვარაცხელია ნაკრებში ბოლომდე დაიხარჯება.
მამარდაშვილის გუნდმა ისევ წააგო, მაგრამ გიორგი საუკეთესო გახდა, ორი პენალტი მოიგერია და წესით მაინც კარგ განწყობაზე და თავდაჯერებული უნდა ჩამოვიდეს.
კარგ ხასიათზე ჩამოვა ამერიკაში წასული საბა ლობჟანიძე. მივყვეთ.

კვარაცხელია ძირითადში დაბრუნდა, ნაპოლიმ წააგო: რატომ შეცვალეს ხვიჩა და რა დაუწერეს

მამარდამ ერთი პენალტი ორჯერ აიღო: ქართველი მეკარე გმირია – ვალენსიამ კი მაინც წააგო

MLS-ის 28-ე ტურში საბა ლობჟანიძის „ატლანტა“ „დალასს“ შეხვდა, მატჩი 2:2 დასრულდა.
„ატლანტას“ ახალწვეული ლობჟანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო, 58-ე წუთზე კი მშვენიერი გოლი გაიტანა და თავისი გუნდი დააწინაურა.
საბა მარჯვენა ფლანგზე მცველს დაუსხლტა, საჯარიმოსკენ შემოიწია, ბურთი მარცხენა ფეხზე გადმოიტანა და შორეულ დაბალ კუთხეში ბილიარდივით ჩასვა.
ლობჟანიძე 72-ე წუთზე შეცვალეს და 7.2 ქულა დაუწერეს.
საბამ „ატლანტაში“მე-3 მატჩი ითამაშა და უკვე 2 გოლი შეაგდო.
ნაკრებიდან უკან დაბრუნებულ ლობჟანიძეს კი თვით ლეო მესისთან შეხვედრა ელოდება: 17 სექტემბერს „ატლანტა“ მაიამის „ინტერს“ ეთამაშება.

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ში საგოლე პასი გააკეთა, თუმცა „ბორდომ“ შინ „ოსერთან“ მაინც წააგო – 2:4.
ჩვენიანი ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლომდე ითამაშა. „ბორდომ“ ანგარიში ზურიკოს მონაწილეობით გახსნა. 26-ე წუთზე დავითაშვილმა ფლანგიდან საჯარიმოში პედრო დიასს საგოლედ მიაწოდა.
79-ე წუთზე დავითაშვილს გოლის გატანის კარგი შანსიც ჰქონდა. კონტრშეტევაზე მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა.
ვთქვათ ისიც, რომ ერთი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს,
flashscore-მა დავითაშვილის თამაში 7.4 ქულით შეაფასა, რაც გუნდში ყველაზე მაღალი შეფასებაა.
„ბორდო“ 6 ქულით მე-9 ადგილზეა.

ავსტრიაში „შტურმს“ სტუმრად „ალტახთან“ მოგებაში ოთარ კიტეიშვილი დაეხმარა – 2:1.
კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 90+6 წუთი ითამაშა.
ანგარიში 63-ე წუთზე გაიხსნა. გრაცელების შეტევა ქართველმა გოლად აქცია. „ალტახმა“ 78-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ გრაცელებს ისევ ჩვენიანმა უშველა – 90+1-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ თანაგუნდელი დატოვა და მანაც გამარჯვების შეაგდო.
6 ტურის შემდეგ „შტურმმა“ 16 ქულა აქვს და პირველ ადგილზე გადავიდა.

გიორგი ჩაკვეტაძემ ისევ შეცვლაზე ითამაშა. „უოტფორდი“ კი „ქოვენთრის“ ესტუმრა და უხვგოლიანი მატჩი 3:3 დაასრულა.
ჩაკვეტაძე 57-ე წუთზე შევიდა (შეფასება 6.4), მის ანგარიშზე შედეგიანი ქმედება ჯერ ისევ არ არის. „უოტფორდი“ 5 ტურის შემდეგ 5 ქულით მე-18 ადგილზეა.

ნაკრების დებიუტანტმა გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ ძირითადში ითამაშა „ოვიედოს“ წინააღმდეგ – 1:1. ქართველი 65 წუთზე შეცვალეს და 6.4 დაუწერეს.

შეცვლაზე, 74-ე წუთიდან ითამაშა ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუეს“ რიგებში (შეფასება 5.9), რომელიც „დიუსელდორფთან“ 1:3 დამარცხდა.

დონეცკის „შახტარმა“ სტუმრად „მინაის“ 4:1 მოუგო. ირაკლი აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი წინა ტურში გააძევეს და ეს თამაში გამოტოვა.

საუდის არაბეთში, სრულად ითამაშა „ალ ახდუდის“ მცველმა საბა კვირკველიამ, რომელსაც 7.1 დაუწერეს და თან სტუმრად „ალ რიადი“ 1:0 დაამარცხეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იმაზე მეტს მივაღწიეთ, ვიდრე ვიფიქრებდით: საქართველოსთვის შინ დაბრუნების დროა

მამარდაშვილი: უნდა დავბრუნდეთ უფრო ძლიერები, ვიდრე ახლა ვართ