in

კვარაცხელია ძირითადში დაბრუნდა, ნაპოლიმ წააგო: რატომ შეცვალეს ხვიჩა და რა დაუწერეს

ხვიჩა კვარაცხელიამ პირველად ითამაშა ახალ სეზონში ძირითად შემადგენლობაში. მისმა ჩემპიონმა გუნდმა კი შარშანდელ მეორეადგილოსან „ლაციოსთან“ შინ 1:2 დათმო.

ქართველი ფეხბურთელი პირველ ტაიმში საკმაოდ აქტიური იყო, ჩვეულად მარცხნიდან ცდილობდა გამწვავებას. მომენტებში ახერხებდა კიდეც, თუმცა რამდენჯერმე მჭიდროდ მოთამაშე მცველებმა დარტყმები დაუბლოკეს.

უკვე მე-3 წუთზე კვარაცხელია მცველებს გაცდა, მაგრამ კარს მცირე მანძილით ააცილა. 21-ე წუთზე კი მისი შორეული ძლიერი დარტყმა „ლაციოს“ მეკარე მოიგერია.

66-ე წუთზე კვარაცხელია რასპადორიმ შეცვალა.

დიდი მცდელობის მიუხედავად, „ნაპოლიმ“ თამაში ვერ გადაარჩინა, სეზონში პირველად წააგო და 3 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-4 ადგილზე დაეშვა.

კვარაცხელიას flashscore-მა 6.6, Whoscored-მა 6.8, Sofascore-მა კი 7.1 დაუწერა.
იტალიური პრესა კი წერს, რომ ხვიჩა პირველ ტაიმში აქტიურობდა, გოლის გატანაც შეეძლო, შესვენების შემდეგ ნაკლებად შესამჩნევი იყო.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა „ნაპოლის“ მწვრთნელმა რუდი გარსიამ:
„პირველი ტაიმი უნდა მოგვეგო. თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, მეტოქემ კი პირველივე შესაძლებლობა გამოიყენა. მეორე ტაიმი გაცილებით უარესად ჩავატარეთ. ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა. ახლა სანაკრებო პაუზაა, შემდეგ შვიდმატჩიანი მარათონი და მოგებით უნდა დავიწყოთ.
რატომ შევცვალე კვარაცხელია? შესანიშნავად დაიწყო, მერე გამოითიშა, რამდენიმეჯერ ბურთიც დაკარგა. ამ სეზონში 90 წუთი არ უთამაშია, ჯერ 100%-ით მზად არ არის. ეს დაგეგმილი იყო. მას თამაშამდე ველაპარაკე და დროის შეზღუდული რაოდენობა მივეცით. მიხარია, რომ ასეთი ფეხბურთელი მყავს, რადგან ჩანდა, რომ სიტუაციის შეცვლა შეუძლია“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოსთვის მსოფლიო დამთავრდა: ავსტრალიამაც უპრობლემოდ მოგვიგო

მამარდამ ერთი პენალტი ორჯერ აიღო: ქართველი მეკარე გმირია – ვალენსიამ კი მაინც წააგო