ბათუმის „დინამო“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დღეს საღამოს პოზნანის „ლეხს“ შეხვდება. ტრადიციულად გაიმართა წინასამატჩო პრესკონფერენცია, რომელზეც ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთმელმა გია გეგუჩაძემ ისაუბრა.
„საკმაოდ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე ჩვენც და „ლეხიც“ დავმარცხდით, ვფიქრობ, ძალიან რთული თამაში გველოდება. გამომდინარე იქიდან, რომ „ლეხი“ საკმაოდ გამოცდილი და კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, გუნდურადაც ძალიან კარგად გამოიყურება. ჩემპიონატში განვლილი პერიოდი კარგი არ იყო „ლეხისთვის“ და ალბათ, მეტოქეს რეაბილიტაციაც სურს.პლუს ამას საკმაოდ დიდი სიცხე და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რთული თამაში იქნება. არ მგონია, რომ პირველ მატში გადაწყდეს საბოლოო გამსვლელის ბედი. ეს ალბათ ორი თამაშის ჯამში მოხდება“.
მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.
GIPHY App Key not set. Please check settings