ლუის რუბიალესის მოულოდნელი არგადადგომის შემდეგ საქმემ ახალი განვითარება მიიღო.
ფიფა აპირებს რუბიალესი ხანგრძლივი ვადით მოკვეთოს ფეხბურთიდან. მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს სურს, რომ ესპანელი 15 წლით სპორტში არ საქმიანობდეს.
შეგახსენებთ, 26 აგვისტოს ფიფამ 3 თვით ჩამოაშორა რუბიალესი და დისციპლინარული საქმე აღძრა.
უეფა კი არ აპირებს რუბიალესის საქმეში ჩარევას.
ესპანეთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ანდრეუ კამპსმა, რომელიც რუბიალესის მომხრეა, უეფაში საჩივარი აფრინა, ესპანეთის მთავრობა ჩვენს საქმეში ერევაო. უეფამ კამპსის საჩივარი ცნობად მიიღო, მაგრამ არ ჩაერევა. უეფაში არ სურთ ჩემპიონთა ლიგის წილისყრის და გასული სეზონის საუკეთესოების დაჯილდოების ცერემონიის გაფუჭება.
საქმეს ესპანეთის პროკურატურაც იძიებს.
რუბიალესის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების შემდეგ ეროვნული სასამართლოს პროკურატურა დათანხმდა განხილვას და ფეხბურთელს შესთავაზა სექსუალური ხასიათის დანაშაულზე განცხადება შეიტანოს.
განხილვის გადაწყვეტილება მას შემდგე მიიღეს, რაც ჯენიფერ ერმოსომ განაცხადა, რომ არ მიუცია რუბიალესისთვის მისი კოცნის უფლება.
შვილის დაცვა გადაწყვიტა დედამ. რუბიალესის დედამ შიმშილობა გამოაცხადა.
ანხელას ბეხარი ქალაქ მოტრილის ეკლესიაში ჩაიკეტა და მანამდე აპირებს შიმშილობას, სანამ არ მოიძებნება მის შვილზე „სისხლიანი და არადამიანური ნადირობის“ პრობლემის გადაჭრის საშუალება.
რუბიალესის დედა დასთან ერთად ტაძარში მღვდლის წასვლის შემდეგაც დარჩა. მისი თქმით, შიმშილობა „დღე და ღამე“ გასტანს.
ამასობაში ესპანეთის რეგიონალური ფედერაციების ხელმძღვანელები რუბიალესს მოუწოდებენ გადადგეს.
GIPHY App Key not set. Please check settings