in

დონეცკის ფლანგები ქართულია: გოჩოლეიშვილი გააგდეს, აზაროვს სრული დებიუტი ჰქონდა, ჩაკვემ შეცვლაზე ითამაშა

შორს არ არის სანაკრებო მატჩები და ასეთ დროს კიდევ უფრო აქტუალური ხდება ქართველი ლეგიონერების პრაქტიკისა და მზადყოფნის საკითხი.

საბამ საათს დახედა: პირველი გოლი ამერიკაში, ვარსკვლავების წინააღმდეგ არაბეთში – ლეგიონერები

ჩემპიონშიფის „უოტფორდში“ მორიგი შეხვედრა ჩაატარა გიორგი ჩაკვეტაძემ, ისევ შეცვლაზე. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა. ჩაკვეტაძეს 6.3 დაუწერეს. ქართველის გუნდმა „ბლექბერნს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. „უოტფორდი“ 4 ქულით მე-15 ადგილზეა და 2 სექტემბერს გასვლაზე „ქოვენთრის“ შეხვდება.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-4 ტურში „კარლსრუემ“ 2:0 დაამარცხა „ბრაუნშვაიგი“, რომელიც 37-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა. ბუდუ ზივზივაძე სათადარიგოთა შორის იყო და არ უთამაშია.

სამხრეთ კორეაში, ვაკო ყაზაიშვილის „ულსანი“ „სეულს“ ესტუმრა. შეხვედრა 2:2 დასრულდა. ქართველი ძირითადში შემადგენლობაში იყო და 81 წუთი ითამაშა.
ბექა მიქელთაძის „გვანჯუმ“ შინ „სუვონი” 4:0 დაამარცხა. მიქელთაძე 64-ე წუთზე შევიდა.

ირაკლი აზაროვმა სადებიუტო თამაში ჩაატარა დონეცკის „შახტარში“, რომელიც კოვალივკას „კოლოსს“ ესტუმრა და 2:0 მოუგო.
აზაროვი ძირითადში იყო და შეუცვლელად ითამაშა. დონეცკელთა დაცვის ორივე ფლანგზე ჩვენები იდგნენ – მარცხნივ აზაროვი, მარჯვნივ – გიორგი გოჩოლეიშვილი.
ოღნდ ბოლომდე არა: 37-ე წუთზე უხეშობის გამო (მეტოქე ფეხბურთელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო) არბიტრმა გოჩოლეიშვილს ყვითელი ბარათი აჩვენა, მაგრამ მომენტის გადამოწმების შემდეგ ჩვენიანი გააძევეს.
5 ტურის შემდეგ 11 ქულით „შახტარი“ ლიდერი გახდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თეორიულად ვიცით როგორ უნდა ვეთამაშოთ სლოვენიას: კომენტარები – ვიდეო

ორი დარტყმა, ორი გოლი: ვალენსიამ პირველად წააგო – როგორია მამარდას შეფასებები