in

თეორიულად ვიცით როგორ უნდა ვეთამაშოთ სლოვენიას: კომენტარები – ვიდეო

დღეს საქართველოს ნაკრებს ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება აქვს. ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა დონჩიჩს და არც თუ შორეულ წარსულში ევროპის ჩემპიონ სლოვენიას ეთამაშება.

სლოვენია ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტია, რომელიც რამდენიმე წელია ერთ ადამიანთან ასოცირდება, ის კი ნამდვილი გენიოსია და მარტოდმარტო შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა შტაბს თეორიულად დამუშავებული აქვთ სლოვენიის წინააღმდეგ როგორ უნდა ვითამაშოთ, რომ შედეგს მივაღწიოთ. სწორედ დონჩიჩთან და მის თანაგუნდელების წინააღმდეგ სათამაშო ტაქტიკაზე იყო ვარჯიშზე მუშაობა, რომელიც გიმნაზიუმ არენაზე გაიმართა. ილიას ზუროსი ასისტენტებთან ერთად თითოეულ დეტალზე დაწვრილებით ესაუბრა კალათბურთელებს და ნათლად უჩვენეს ის, თუ რა შემთხვევაში როგორ უნდა იმოქმედონ სლოვენიასთან მატჩში.

სლოვენიამ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი ვენესუელას მოუგო, ხოლო მუნდიალისთვის მოსამზადებელ პერიოდში სეკულიჩის გუნდმა 8 სპარინგ-მატჩი ჩაატარა: სლოვენიამ ჯერ ჩინეთს მოუგო 75:73, შემდეგ საბერძნეთთან ზედიზედ ორჯერ დამარცხდა 91:99 და 77:88, ჩვენმა მეტოქემ მომდევნო მატჩი მონტენეგროსთან ჩაატარა და მაღალშედეგიან შეხვედრაში 104:100 მოიგო, ამას კი რთულ გუნდებთან ორი მარცხი მოჰყვა – ესპანეთთან 79:99 და აშშ-სთან 62:92, ბოლოს კი იაპონიასთან 103:68 გაიმარჯვეს.

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ საქართველო და სლოვენია აქამდე ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდნენ და სამივეჯერ შეხვედრა მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა.

საქართველოსა და სლოვენიის მორიგი შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონატზე, 28 აგვისტოს, ოკინავა არენაზე, თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საბამ საათს დახედა: პირველი გოლი ამერიკაში, ვარსკვლავების წინააღმდეგ არაბეთში – ლეგიონერები

დონეცკის ფლანგები ქართულია: გოჩოლეიშვილი გააგდეს, აზაროვს სრული დებიუტი ჰქონდა, ჩაკვემ შეცვლაზე ითამაშა