საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო – 85:60 კაბო ვერდე დამარცხებულია და წინ ახალი მოლოდინი და იმედებია. საწყისი ჩავარდნილი 5 წუთის შემდეგ, ჩვენმა გუნდმა თამაში იპოვა და დარჩენილი 35 წუთი წამითაც არავის დაუშვია გამარჯვებულის ვინაობა.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელად კი ორმაგი დუბლის ავტორი გოგა ბითაძე დასახელდა.
აქ მატჩის საუკეთესო ეპიზოდების კოლაჟია.
საქართველო – კაბო ვერდე 85:60
20:11; 28:11; 22:15; 15:23
შენგელია – 16 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი, 25:06 წთ
ბითაძე – 15 ქულა, 11 მოხსნა (ორმაგი დუბლი), 3 პასი, 19:56 წთ
სანაძე – 12 ქულა, 2 მოხსნა, 20 წთ
მამუკელაშვილი – 10 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი, 26:01 წთ
შერმადინი – 8 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი, 20:04 წთ
ცინცაძე – 8 ქულა, 1 მოხსნა, 4 პასი, 12:21 წთ
ანდრონიკაშვილი – 7 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი, 23:07 წთ
მაკფადენი – 4 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი, 25:55 წთ
ლიკლიკაძე – 2 ქულა, 1 პასი, 5:15 წთ
ტურძილაძე – 2 ქულა, 4:14 წთ
ბერიშვილი – 1 ქულა, 5:39 წთ
ჯინჭარაძე – 2 მოხსნა, 1 პასი, 12:22 წთ
GIPHY App Key not set. Please check settings