in

ჩემპიონი აშშ გახდება, საქართველო ყველაზე სუსტ ჯგუფშია – ჟურნალისტების პროგნოზი

დღეს შორეულ აზიაში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება კალათბურთში, რომელიც ისტორიული მოვლენაა ჩვენთვის, რადგან საქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას პლანეტის პირველობაზე. ჩვენები ასპარეზობაში ხვალიდან ჩაერთვებიან. მანამდე კი ჩემპიონატზე აკრედიტირებულ ჟურნალისტებს შორის გამოკითხვა ჩაატარეს და სთხოვეს საუკეთესოების პროგნოზი გაეკეთებინათ სხვადასხვა კატეგორიაში.
აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტების აზრით საქართველოს ნაკრები ყველაზე სუსტ ქვეჯგუფშია.

აი შედეგები და ჩემპიონატის ბოლოს ვნახოთ რამდენად გამართლდება მედიის მოსაზრება.

ვინ გახდება მსოფლიო ჩემპიონი?

აშშ – 61.5%
საფრანგეთი – 9.9%
ესპანეთი – 8.7%
სლოვენია – 4.3%
ავსტრალია – 3.7%
სხვა – 11.9%

ვინ მოხვდება სამეულში?

აშშ – 92.5%
საფრანგეთი – 49.1%
ესპანეთი – 42.2%
კანადა – 27.3%
ავსტრალია – 20.5%
სლოვენია – 19.3%
გერმანია – 14.3%
სერბეთი – 12.4%

რომელი ჯგუფია ყველაზე ძლიერი?

H ჯგუფი: კანადა, ლატვია, ლიბანი, საფრანგეთი – 37.9%
E ჯგუფი: გერმანია, ფინეთი, ავსტრალია, იაპონია – 35.4%
C ჯგუფი: აშშ, იორდანია, საბერძნეთი, ზელანდია – 19.9%
G ჯგუფი: ირანი, ესპანეთი, კოტ დ’ივუარი, ბრაზილია – 2.5%
A ჯგუფი: ანგოლა, დომინიკა, ფილიპინები, იტალია – 1.9%
B ჯგუფი: ს. სუდანი, სერბეთი, ჩინეთი, პუერტო რიკო – 1.3%
D ჯგუფი: ეგვიპტე, მექსიკა, მონტენეგრო, ლიეტუვა – 0.6%
F ჯგუფი: სლოვენია, კაბო ვერდე, საქართველო, ვენესუელა – 0.6%

რომელი გუნდი გახდება სიურპრიზი?

ფილიპინები – 22.2%
კანადა – 9.9%
გერმანია – 7.4%
ს. სუდანი – 7.4%
იაპონია – 6.8%
დომინიკა – 5.6%
ფინეთი – 4.3%
საბერძნეთი – 3.7%
ლატვია – 3.7%
სხვა – 29.0%

რომელი გუნდი გახდება იმედგაცრუება?

კანადა – 10.5%
ესპანეთი – 9.9%
აშშ – 9.9%
სლოვენია – 9.3%
სერბეთი – 8.6%
საბერძნეთი – 8.0%
ავსტრალია – 7.4%
ჩინეთი – 7.4%
ფილიპინები – 5.6%
სხვა – 23.4%

ვინ გახდება MVP?

ენტონი ედვარდსი (აშშ) – 21.1%
ლუკა დონჩიჩი (სლოვენია) – 13.8%
ჯეილენ ბრანსონი (აშშ) – 10.5%
შეი გილჯეს-ალექსანდერი (აშშ) – 5.9%
რუდი გობერი (საფრანგეთი) – 4.6%
ბრენდონ ინგრემი (აშშ) – 3.9%
ოსტინ რივზი (აშშ) – 3.9%
ბოგდან ბოგდანოვიჩი (სერბეთი) – 2.6%
ტაირიზ ჰალიბერტონი (აშშ) – 2.6%
ვილი ერნანგომესი (ესპანეთი) – 2.6%
სხვა – 25.9%

ვინ გახდება საუკეთესო ბომბარდირი?

ლუკა დონჩიჩი (სლოვენია) – 52.6%
ენტონი ედვარდსი (აშშ) – 7.9%
ლაური მარკანენი (ფინეთი) – 5.9%
შეი გილჯეს-ალექსანდერი (აშშ) – 5.3%
ჯორდან კლარკსონი (ფილიპინები) – 5.3%
სხვა – 23.0%

ვინ გახდება საუკეთესო მწვრთნელი?

სტივ კერი (აშშ) – 42.0%
სერჯო სკარიოლო (ესპანეთი) – 11.5%
ვენსან კოლე (საფრანგეთი) – 9.6%
ჩოტ რეიესი (ფილიპინები) – 4.5%
ტომ ჰოვასი (იაპონია) – 3.8%
სხვა – 28.6%

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენები გააფრთხილეს: ერთმა მოიგო, მეორემ წააგო – შეხვედრა ყოფილთან

იფრინა და მოაგებინა: გუგეშაშვილი საუკეთესო იყო და ყარაბაღი ევროპა ლიგის ჯგუფში შეჰყავს