22 წლის ქართველი ფეხბურთელი ივა გელაშვილი სერია B-ს „სპეციას“ ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ იტალიური კლუბის ოფიციალურ საიტზე წერია.
„სპეციამ“ გელაშვილი ბათუმის „დინამოდან“ იჯარით აიყვანა შემდგომი გამოსყიდვის უფლებით. კონტრაქტი 1+3 სისტემითაა.
საიტზე წერია, რომ ბოლო დროს იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი კვერნაძის სახით ტალანტები გამოჩნდნენ, რაც ქართული ფეხბურთის პროგრესზე მეტყველებს. გელაშვილი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების რიგებში ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო, რომელმაც ტურნირზე წარმატებით იასპარეზა:
„ის ახალგაზრდაა, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე ბევრი მატჩი ჩაატარა, მათ შორის, 14 ახალგაზრდულ ნაკრებში და მზადაა ახალ გუნდს დაეხმაროს“.
გელაშვილი პრაღის „სპარტას“ ახალგაზრდულ გუნდში იზრდებოდა. მერე გადავიდა „სპარტა B“- ში, რომელიც ჩეხეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში გამოდიოდა. მერე ბათუმის „დინამომ“ დაიმატა და იჯარით „სიონსა“ და „საბურთალოში“ გაუშვა.
GIPHY App Key not set. Please check settings