გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ჩემპიონატის მე-2 ტურში მაგრად ითამაშა. მისმა „მეცმა“ კი ფავორიტ „მარსელს“ ქულა აართვა (2:2), როდესაც კაცნაკლული თამაშობდა, თუმცა მოგებაც შეეძლო, რადგან ქართველის გოლით იგებდა კიდეც.
მიქაუტაძის პირველი გოლი ტოპლიგაში: წაართმევენ თუ არ მეცს მის სულს
მიქაუტაძეს დაუფასეს კარგი თამაში და ანალიტიკურმა პორტალმა Whoscored-მა ლიგა 1-ის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
Whoscored-მა ქართველ თავდამსხმელს 7,9 დაწერა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელა.
გასულ სეზონში მიქაუატაძე არაერთხელ მოხვდა ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურში, თუმცა ლიგა 1-ში ეს პირველი შემთხვევაა და იმედი ვიქონიოთ, რომ მიქაუტაძე კიდევ ბევრჯერ იქნება ტოპ ჩემპიონატების სიმბოლურ გუნდში.
GIPHY App Key not set. Please check settings