გადაცემა “სპორტი იმედზე” სტუმარი სფფ-ის და “დინამო თბილისის” ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია გახლდათ, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
ჟორდანიამ თქვა, რომ მას “ტორინოსთან” მატჩის შემდეგ ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჩირო ფერარამ დაურეკა და “კვარას” შესახებ ესაუბრა.
“საკმაოდ ახლო ურთიერთობა მაქვს 80-იანი წლების “ნაპოლის” ლეგენდარულ ფეხბურთელ ჩირო ფერარასთან. ის მარადონას პერიოდში იმ დროინდელ გუნდში დიეგოს შემდეგ ყველაზე დიდი ფეხბურთელი იყო.
მან “ტორინოსთან” მატჩის შემდეგ დამირეკა, შემდეგნაირად ახსნა კვარაცხელიას მოვლენა და მითხრა…
80-იან წლებში ღმერთმა ამ ქალაქს მარადონა მისცა, ახლა კი მეორდება ის
პერიოდი და ღმერთმა ახლა ხვიჩა კვარაცხელია გამოგვიგზავნაო…
ამხელა დონის ფიგურა ხვიჩაზე იძახის ეს უბრალოდ ჩვეულებრივი ფეხბურთელი კი არ არის, ღმერთისგან ბოძებული საჩუქარიაო”, – ამბობს ჟორდანია.
GIPHY App Key not set. Please check settings